4-ში "ქართულ ოცნებას" ალერსიანად ჩავრეცხავთ - პაატა ბურჭულაძე

19.09.25 17:30
4-ში "ქართულ ოცნებას" ალერსიანად ჩავრეცხავთ - პაატა ბურჭულაძე

 

 

პაატა ბურჭულაძე გამოდის ინიციატივით სიტყვები “მშვიდობიანი დამხრობა“ ჩანაცვლდეს და ყველას მოუწოდონო “ალერსიანად ჩარეცხონ  4 ოქტომბერს „ქართული ოცნება“.

მსოფლიო ბანი მიიჩნევს, რომ “მათ სიტყვების კი არა, ხალხის ეშინიათ და ცდილობენ დაჭერებით დააშინონ, თუმცა არ გამოუვათ.“

“მორჩა ეს დაჭერობანას თამაში“,- ამბობს ბურჭულაძე.

მაქვს ასეთი წინადადება, შევცვალოთ სიტყვები, აი, მაგალითად მშვიდობიანი დამხობა - “მშვიდობიანი“ “ალერსიანად“ შევცვალოთ და “დამხობა“ შევცვალოთ “ალერსით“ და ვთქვათ, მოდით, ყველას მოგიწოდებთ, ალერსიანად ჩავრეცხოთ 4 ოქტომბერს “ქართული ოცნება“. მე მგონი, ძალიან კარგი იქნება. თუ ამაზეც რამე საწინააღმდეგო ექნებათ, გთხოვთ, გვითხრათ და ჩვენ ამ სიტყვებსაც რამენაირად მოვეფერებით. მათ ხალხის ეშინიათ, სიტყვების კი არა და უნდათ დააშინონ, აი, დაგიჭერთ და რამდენი უნდა დაიჭიროთ, მორჩა ეს დაჭერობანას თამაში, - განაცხადა ბურჭულაძემ.