შს მინისტრის სკანდალი - აღმოჩნდება თუ არა გეკა გელაძე სანქცირებულთა სიაში
გელა გელაძე შესაძლოა სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდეს.
მისი ჩინეთში ვიზიტის დროს ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელთან შეხვედრა ყურადღების ცენტრში მოექცა. დმიტრი ჰარა აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ უკვე დასანქცირებული მაღალჩინოსანია.
ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, მხარეებმა თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრა „გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის“ ფარგლებში გაიმართა.
საქართველოს შსს ამ ფაქტზე ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.