გელაძის სკანდალი და შეხვედრა სანქცირებულებთან - პირველი ინტერვიუ ბელარუსელ აქტივისტებთან
გელა გელაძის სკანდალი და „პირველების“ პირველი ინტერვიუ ბელარუსელ აქტივისტებთან. ისინი, ვისაც ლუკაშენკოს რეჟიმის სისატიკე საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი, ჰყვებიან, რა მეთოდებით უსწორდებიან ლუკაშენკოს სამართალდამცველები მშვიდობიან მომიტინგეებს.
ბელარუსელი აქტივისტები "ქართული ოცნების" შს მინისტრის, გელა გელაძის აშშ-სა და ევროკავშირის მიერ კომიტეტის სანქცირებულ ხელმძღვანელ, დმიტრი ჰარასთან შეხვედრას აფასებენ და აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციების დროს ქართულის სპეცრაზმის ქცევა, ძალიან აგონებთ ბელარუსელი სპეცრაზმელების სისასტიკეს.
იაროსლავ პეკიშის განცხადებით, ისინი ბელარუს ძალოვანებს გესტაპოს უწოდებდნენ. მისი თქმით, უკლებლივ ყველას იჭერდნენ და თუ ვინმეს ათავისუფლებდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ფიზიკურად ადგილები აღარ ჰქონდათ ციხეებში - "ამ სისასტიკის მოწყობაში თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს დიმიტრი ჰარასს"
2020 წლიდან ჩვენ თვალს ვადევნებთ ყველაზე ბრუტალურ და მასობრივ ძალადობას ჩვენი ძალოვანების მხრიდან, იყო მასობრივი წამების ფაქტებიც, ადამიანებს კლავდნენ ქუჩებში, სპეციალურ ვაგონებში, ხალხს ფიზიკურად და მორალურად ანადგურებდნენ. ჩემთვის ამის გახსენებაც კი უდიდეს ტკივილს იწვევს. ჩვენთან ძალოვანებს გესტაფოს ვუწოდებთ ისე გვექცეოდნენ. ეს მეტაფორა, ალბათ, ხალხს კარგად დაანახებს რა გამოვიარეთ. უკლებლივ ყველას იჭერდნენ და თუ ვინმეს ათავისუფლებდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ფიზიკურად ადგილები აღარ ჰქონდათ ციხეებში. ეს ყველაფერი ჯოჯოხეთს გავდა.
ამ სისასტიკის მოწყობაში თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს დიმიტრი ჰარასს. ჰარასის კომიტეტმა ჩემი მშობლების წინააღმდეგაც შეთხზა საქმე. მათ მინსკში ჩემი ცხოვრება შეუძლებელი გახადეს," - განაცხადა იაროსლავ პეკიშმა.
რომან კისილიაკი განმარტავს, რომ ქართული სპეცრაზმი ბელარუსში მოქმედი ძალოვანების ანალოგია. ბელარუსი აქტივისტის თქმით, ის ფაქტი, რომ "სამარშუტო ტაქსებში [ე.წ. დასაკავებელ მანქანებში] უსწორდებოდნენ ფიზიკურად დემონსტრანტებს, ბელარუსის ანალოგია".
ვხედავ, რომ ქართული სპეცრაზმი ბელარუსში მოქმედი ძალოვანების ანალოგია, საერთო მათში ბევრია, მაგალითად როდესაც იმ მოქალაქეებზე ხდება თავდასხმა, რომლებიც გარბიან. რუსეთშიც იგივე ხდება, როდესაც ადამიანი გარბის, მეტროში სპეცრაზმელი მას მისდევს. ბელარუსში კი აჩერებდნენ მანქანებს, ლეწავდნენ მინებს, გადმოყავდათ ადამიანები ავტომობილებიდან და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ბელარუსში გირტყამენ ისე, რომ ძალიან მტკივნეული იყოს, მათ ასე წვრთნიან, რომ ადამიანები აუცილებლად უნდა დატანჯონ.
საქართველოშიც ეგრევე სახიდან იწყებენ დაზიანების მოყენებას. ის ფაქტი, რომ სამარშუტო ტაქსებში [ე.წ. დასაკავებელ მანქანებში] უსწორდებოდნენ ფიზიკურად დემონსტრანტებს, ბელარუსის ანალოგია. მაგალითად ერთ-ერთი ბელარუსი ჟურნალისტი ავტობუსში შეიყვანეს და სასტიკად გაუსწორდნენ. ეს სპეციალურად გააკეთეს, რომ მაქსიმალურად შიშის დონე აეწიათ საზოგადოებაში," - ამბობს რომან კისილიაკი.
"ქართული ოცნების" შს მინისტრი გელა გელაძე სკანდალშია - ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ჩინეთში ვიზიტის დროს ის შეხვდა აშშ-სა და ევროკავშირის მიერ კომიტეტის სანქცირებულ ხელმძღვანელს, დმიტრი ჰარას. შეხვედრაზე, რომელიც ოფიციალურად „გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის“ ფარგლებში გაიმართა, თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. საქართველოს შსს ამ ფაქტს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.