შესწორება მეგობარ აქტში - შტატების განაჩენს "ოცნება" ისევ ანტიამერიკული რიტორიკით პასუხობს

19.09.25 20:36
შესწორება მეგობარ აქტში - შტატების განაჩენს "ოცნება" ისევ ანტიამერიკული რიტორიკით პასუხობს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 33 ხმით მხარი დაუჭირა შესწორებას, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არაღიარებას ეხება.

შესწორება სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში შევიდა და კრძალავს აშშ-ის მთავრობასა და ფედერალურ მოხელეებს ნებისმიერ ქმედებასა თუ ფინანსურ ტრანზაქციას, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების აღიარებად შეიძლება ჩაითვალოს.

საგარეო საქმეთა კომიტეტმა გადაწყვეტილებას მწვანე შუქი აუნთო, რაც ორპარტიულ მხარდაჭერაზე მიუთითებს. ინიციატივის ავტორია კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი პასუხია საქართველოს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და კონგრესი გააგრძელებს ზეწოლას ადმინისტრაციაზე, ვიდრე ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას სანქციები არ დაუწესდება.

სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტი არის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ჩარჩოს. შესწორების მიღების შემდეგ საკითხი სრული საკანონმდებლო პროცესის გაგრძელებას საჭიროებს.

ვრცად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.