სიტყვები "დამხობა" და "რევოლუცია" შესაძლოა, დასჯადი გახდეს - რას პასუხობს ოპოზიცია "ოცნებას"
„ქართული ოცნება“ მშვიდობიანი რევოლუციის ტერმინს ეწინააღმდეგება.
პარტია, რომელიც ხელისუფლების დაკარგვის შესაძლებლობას გამორიცხავს, ოპოზიციის მიერ გამოყენებულ ფორმულირებას მიუღებლად მიიჩნევს. არ არის გამორიცხული, რომ 4 ოქტომბრის შეკრების ორგანიზატორებს ამ სიტყვების გამოყენება შეეზღუდოთ.
„მშვიდობიანი რევოლუცია“ წლების განმავლობაში თავად მმართველი გუნდის ლექსიკონში ფიგურირებდა ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის, როგორც დესტაბილიზაციის და არეულობის იარლიყი. ახლა კი, როცა ტერმინი ოპოზიციის მიერ პოზიტიურად გამოიყენება, „ქართულმა ოცნებამ“ კამპანია დაიწყო.
პარლამენტის უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი უკვე მოითხოვს იდეის ავტორების დასჯას. 4 ოქტომბრის შეკრების ინიციატივა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და პაატა ბურჭულაძეს უკავშირდება. ბურჭულაძე აცხადებს, რომ მზად არის ტერმინი სხვა სიტყვებით ჩაანაცვლოს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ღონისძიების შინაარსს „ქართული ოცნება“ ვერ შეცვლის.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.