"პირველებმა" ოცნების საიდუმლო შტაბს მიაგნო - სად გადაისროლა კალაძემ "ტიტუშკები"

19.09.25 20:09
"პირველებმა" ოცნების საიდუმლო შტაბს მიაგნო - სად გადაისროლა კალაძემ "ტიტუშკები"

აღმოჩენილია "ქართული ოცნების" საიდუმლო ოფისი. "ოცნების" მხარდამჭერების საიდუმლო შტაბს "პირველებმა მიაგნო". კალაძემ ტიტუშკების რაზმი მელიქიშვილიდან ჭავჭავაძის  გამზირზე გადაისროლა. ხალხის პროტესტით შეწუხებულმა "ოცნებამ" საარჩევნო შტაბი უნივერსიტეტთან ახლოს მოაწყო.

ტიტუშკების  ახალ ოფისს არც აბრა აქვს და არც სხვა რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი. შენობის ფანჯრები შავი გაუმჭვირვალე შუშებით არის შენიღბული.

"პირველების" გადამღები ჯგუფის დანახვაზე ტიტუშკების ნაწილი სახეს მალავდა და ოფისში ისე შედიოდა, ნაწილი კი აგრესიული იყო.

"გაბრძანდით გარეთ. იქ ვინც ვიყავით და ვართ, კახა კალაძეს ვუჭერთ მხარს და დავუჭერთ, დავუდგებით ყოველთვის გვერდზე. მას რაც გაუკეთებია, არავის გაუკეთებია, - ასე პასუხობენ დასაქმებულები "პირველებს" კითხვას, რა ოფისი ფუნქციონირებს ადგილზე. 

მიმდინარეობს ახალგაზრდული კამპანია, რა პრობლემაა? ჩუმად რატომ არის მოწყობილი?ჯერჯერობით დაბრენდილი არ არის, -ეუბნება "პირველებს" კალაძის კიდევ ერთი მხარდამჭერი.  

ოფისში იყვნენ ისეთებიც, ვინც არც მუქარას მოერიდა.  

მე პირობას გაძლევ, რომ აქ ვინმე მოვა, ხელს შემიშლის, შეურაცხყოფას მომაყენებს, ისეთ საკადრის პასუხს გავცემ, - ამბობს ადგილზე დასაქმებული. 

მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ საქმის კურსში არ არიან, ვის აქვს აღნიშნული ოფისი აღებული. 

დაბურულია რომაა, ესე იგი, არ უნდათ, რომ შეამჩნიონ, - ამბობს ადგილობრივი.  

"პირველები" ფართის მფლობელსაც ესაუბრა, რომელმაც თავდაპირველად უარყო, რომ ის "ოცნების" ახალგაზრდულს მიაქირავა, თუმცა შემდეგ სიმართლის აღიარება მაინც მოუწია.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას ჩართვაში.