სამადაშვილი: სანამ ეს ხელისუფლება ეყოლება საქართველოს, თეორიული შანსიც კი არ გვექნება EU-ში გაწევრიანების
"სანამ ეს ხელისუფლება ეყოლება საქართველოს, თეორიული შანსიც კი არ გვექნება EU-ში გაწევრიანების" - ამის შესახებ "ლელო ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის დავალებები შესრულდა ბიძინა ივანიშვილის ხელით.
რა იყო ყოველთვის რუსეთის მიზანი, რუსეთის მიზანი ყოველთვის იყო, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არ მომხდარიყო. არის დღეს გაყინული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება? - არის, ჩვენ დღეს მხოლოდ ნომინალურად გვქვია კანდიდატი ქვეყანა. მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ სანამ ეს ხელისუფლება ეყოლება საქართველოს არანაირი შანსი, თეორიულიც კი ჩვენ აღარ გვექნება ევროკავშირში გაწევრიანების.
ისტორიული ფანჯარა - ეს ფანჯარა შეიძლება დაიხუროს ძალიან მალე და ჩვენ ნუ გვეგონება, რომ ეს კარ ევროკავშირის სულ გახსნილი იქნება, ეს შეიძლება დაიხუროს ჩვენთვის და ჩვენ ვერასდროს ვერ აღმოვჩნდეთ იქ, სადაც დიდი ხანია ვცდილობთ შესვლას.
ჩვენ უვიზო რეჟიმის დაკარგვის საფრთხის წინაშეც ვდგავართ...
რუსეთის ყველა სტრატეგიული ამოცანა განხორციელდა და ყველა ეს სტრატეგიული ამოცანა განხორციელდა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში და პირდაპირ იმ პოლიტიკის შედეგად, რომელსაც ის ატარებს... რუსეთის დავალებები შესრულდა ბიძინა ივანიშვილის ხელით," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.