ბრიტანეთისგან დამატებითი სანქციები იქნება და შესაძლოა, ეს თავად ბიძინა ივანიშვილსაც შეეხოს - თეონა აქუბარდია

20.09.25 11:31
ბრიტანეთისგან დამატებითი სანქციები იქნება და შესაძლოა, ეს თავად ბიძინა ივანიშვილსაც შეეხოს - თეონა აქუბარდია

პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია დარწმუნებულია, რომ ბრიტანეთის მხრიდან ოთარ ფარცხალაძის და ლევან ვასაძის დანსაქცირებით არ ამოიწურება სანქცირებულთა სია.

აქუბარდია ამბობს, რომ გაერთიანებული სამეფოსგან დამატებითი სანქციები იქნებადა შესაძლოა, ეს თავად ბიძინა ივანიშვილსაც შეეხოს.

დამატებითი სანქციები იქნება ასევე გაგრძელებული ივანიშვილის რეჟიმის კიდევ უფრო ახლო წრეზე - აცხადებს აქუბარდია. 

რუსული რეჟიმი, ივანიშვილის "ოცნება" გაცემულია ამ სანქციებით, იმიტომ, რომ ეს კონკრეტული "ოცნებასთან" დაკავშირებული პირები აქტიურად ახორციელებენ კრემლის იდეოლოგიის და ეკონონომიკური გავლენების მხარდაჭერას,რ ომელიც საკმაოდ საგრძნობია საქართველოში. დამატებითი სანქციები იქნება ასევე გაგრძელებული ივანიშვილის რეჟიმის კიდევ უფრო ახლო წრეზე და შესაძლოა, ეს თავად ბიძინა ივანიშვილსაც შეეხოს", -აცხადებს თეონა აქუბარდია.  

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე [რომანოვი] კიდევ ერთმა ქვეყანამ დაასანქცირა. "მაგნიტსკის სიაში" მყოფ "ქართული ოცნების" ყოფილ მაღალჩინოსანს შეზღუდვები დიდმა ბრიტანეთმა დაუწესა. 

სანქცირებულია ბიზნესმენი, ლევან ვასაძეც. როგორც ოფიციალურ განმარტებაში ვკითხულობთ, ვასაძე და ფარცხალაძე გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერის დაასანქცირა. 

 

მსგავსი სიახლეები