ივანიშვილმა საქართველოს ეკონომიკური ინფრასტრუქტურა რუსეთის ომის ეკონომიკის გაგრძელებად აქცია - სამადაშვილი

20.09.25 12:36
ივანიშვილმა საქართველოს ეკონომიკური ინფრასტრუქტურა რუსეთის ომის ეკონომიკის გაგრძელებად აქცია - სამადაშვილი

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო გააძლიერებს სასანქციო პაკეტს მესამე ქვეყნებთან მიმართებაში, რადგან მისი თქმით, დასავლეთის სურვილია, რომ  "ამოიქოლოს ყველა ხვრელი, რომლითაც რუსეთი თავს არიდებს უკვე დაწესებულ სანქციებს", საქართველოს  ეკონომიკური ინფრასტრუქტურა კი, როგორც ოპოზიციონერი ამბობს, "ივანიშვილმა რუსეთის ომის ეკონომიკის გაგრძელებად აქცია" და ამაზე დასავლეთს რეაქცია აუცილებლად ექნება. 

ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ერთ-ერთი ამოცანა, რაც რუსეთთან მიმართებაში აქვს დასავლეთს, ეს არის ამოიქოლოს ყველა ხვრელი, რომლითაც რუსეთი თავს არიდებს უკვე დაწესებულ სანქციებს. ეს სანქციების პაკეტები სულ უფრო გაძლიერდება მესამე ქვეყნებთან მიმართებაში და ეს იმ პირობებში, როცა ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ეკონომიკური ინფრასტრუქტურა აქცია რუსეთის ომის ეკონომიკის გაგრძელებად, ეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ასევე მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გამოყენებაც ხდება აქტიურად რუსეთის ინტერესებისთვის და რა თქმა უნდა, დღის წესრიგში ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგება იმ ზომების გატარება საქართველოსთან მიმართებით, რომელცი აღმოფხვრის აქ შესაძლებლობებს რუსეთის ეკონომიკის ხელშეწყობისთვის და ეს პირდაპირ დაარტყამს ივანიშვილისდ ა მისი რეჟიმის ინტერესებს", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე [რომანოვი] კიდევ ერთმა ქვეყანამ დაასანქცირა. "მაგნიტსკის სიაში" მყოფ "ქართული ოცნების" ყოფილ მაღალჩინოსანს შეზღუდვები დიდმა ბრიტანეთმა დაუწესა. 

სანქცირებულია ბიზნესმენი, ლევან ვასაძეც. როგორც ოფიციალურ განმარტებაში ვკითხულობთ, ვასაძე და ფარცხალაძე გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერის დაასანქცირა. 

 

მსგავსი სიახლეები