რიჩარდ გიგანი არ უნდა იყოს "ოცნების" პროპორციულ სიაში, რადგან მეორე შვილმაც სცემა მოქალაქე - მარნეულის ოპოზიცია
მარნეულის ადგილობრივი ოპოზიცია ამბობს, რომ მამუკა გიგანის გარდა, რიჩარდ გიგგანის მეორე შვილიც, რომელიც პოლიციელია ასევე არის ძალადობაში მხილებული.
როგორც პოლიტიკოსები ამბობენ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მეორე შვლმა რამდენიმე დღის წინ მოქალაქეს სცემა.
როგორც ირკვევა, რიჩარდ გიგანი მარნეულში "ქართული ოცნების" სიაში მეორე ნომერია. ოპოზიცია კი განვითარებული მოვლენების ფონზე მოითხოვს, რომ ის ივანიშვილის პარტიამ ის სიიდან ამორიცხოს.
გავრცელებული ინფორმაციით, ზუსატდ ამ ადამიანის (რიჩარდ გიგანი) მეორე შვილმა, როემლცი პოლიციაში მუშაობს, რამდენიმე დღის წინ სცემა ადგილობრივი მოქალაქე, დღემდე არც გამოძიება არ დაწყებულა და არც ისაა დაკავებული. ზუსტად ამ მოძალადე ადამიანების "ქართული ოცნების" რიგებში ყოფნით აკეთებენ ყველაფერს. ჩვენი მოთხოვნაა, რომე ს ადამიანი, რომელიც ორივე შვილის მამაა, არ უნდა იყოს "ქართული ოცნების" პროპორციულ სიაში.
"პირველების" გადამღები ჯგუფი დილიდან ცდილობს დაადგინოს, სად არის არასრულწლოვანი ბიჭის ცემაში მხილებული მამუკა გიგანი, თუმცა ის გაუჩინარებულია.
მარნეულში მომხდარი დაპირისპირებიდან უკვე 12 საათზე მეტი გავიდა, მაგრამ პოლიცია დუმს, არ ამბობს, მინიმუმ გამოიკითხა თუ საკრებულოს მაღალჩინოსნის შვილი.
- როგორც "პირველებს" ადგილობრივები ეუბნებიან, საკრებულოს მაღალჩინოსნის, რიჩარდ გიგანის შვილმა მაღაზიის არასრულწლოვანი კონსულტანტი სცემა. ანგარიშსწორებაში მამუკა გიგანია მხილებული.
ადგილობრივები "პირველებს" უყვებიან, რომ დანით შეიარაღებული აგრესიული მამაკაცი პურ-ფუნთუშეულის მაღაზიაში დასაქმებულ ახალგაზრდას იმის გამო დაუპირისპირდა, რომ მან ქართული ენა არ იცოდა.
მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს.