რა მუხლით წარუდგინა ბრალი პროკურატურამ ჯუანშერ ბურჭულაძის გარემოცვას?

20.09.25 13:30
რა მუხლით წარუდგინა ბრალი პროკურატურამ ჯუანშერ ბურჭულაძის გარემოცვას?

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისა და შენახვის ფაქტებზე ოთხ პირს, რომელთა შორის ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა ვასილ მხეიძე და მისიდ აცვის წევრია ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 

დაკავაბულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება და შენახვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ჩამოაყალიბეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი.

ჯგუფის წევრებს ქალაქ გორში მფლობელობაში გააჩნდათ მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით და ტექნიკური აღჭურვილობით, სადაც ახორციელებდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ფილტრიანი სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე დამზადებას და შენახვას, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

უფრო მეტი სარგებლის მისაღებად კი, ბრალდებულები სიგარეტის დასამზადებლად ძირითადად იყენებდნენ ცნობილი უცხოური ბრენდის დასახელებას და სასაქონლო ნიშანს.

მიმდინარე წლის 16-19 სექტემბერს, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მათი ძირითადი დანაშაულებრივი საქმიანობის მისამართზე, ინახავდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 2 176 000 ლარზე მეტი ღირებულების 325 000-მდე კოლოფ უაქციზო ფილტრიან სიგარეტს, რაც საგამოძიებო ორგანომ ამოიღო.

ორგანიზებული ჯგუფის წევრებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება და შენახვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლენილია ამჟამად პატიმრობაში მყოფი, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ოჯახის წევრის ვასილ მხეიძის კუთვნილი კომპანიების მიერ, შემდგომი რეალიზების მიზნით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გამოშვება/შენახვის ფაქტები. 

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის დამზადება/შენახვის ფაქტზე, ერთ-ერთი დაკავებული ჯუანშერ ბურჭულაძის პირადი დაცვის წევრი ნ.ც.-ა.

  • გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.მ.-მ 2023 წელს დააფუძნა კომპანიები და ქალაქ გორში მოაწყო სიგარეტის მწარმოებელი არალეგალური ქარხანა, სადაც წლების განმავლობაში ახორციელებდა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის გამოშვებას.

 

მსგავსი სიახლეები