"ბაჩიაშვილის საქმის გამო დავალებულია" - ივანიშვილის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრას პირველი შეფასებები მოჰყვა

20.09.25 14:01
"ბაჩიაშვილის საქმის გამო დავალებულია" - ივანიშვილის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრას პირველი შეფასებები მოჰყვა

ბიძინა ივანიშვილის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრას თბილისში პირველი შეფასებები მოჰყვა -  ექსპერტები ამბობენ, რომ "ოცნების" დამფუძნებელი საამიროებისგან დავალებულია მისი მილიარდების ყოფილი მმართველის, დაკავებული გიორგი ბაჩიაშვილის გადმოცემით და სურდა, რომ ამ ფორმით  შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანისთვის მადლობა ეთქვა. 

მისთვის, ერთადერთი, ვისთანაც ის ლაპარაკს აპირებს, არიან ისინი, ვინც შეიძლება მისი თანხმების უსაფრთხოებსი გარანტიები მისცეს და რაც ყვეალზე მნიშვნელოვანია,  ის თვლის, რომ მის ფულს კარგად ვერ უვლიან ეს ადამიანები, ვინც მთავრობაში არიან, ამიტომ ბიძინა, როგორც უფროსი ყველა იმ ადამიანისა, ვინც მის უკან იდგნენ, მვიიდა და შეხვდა მეორე უფროსს, როემსლაც შეუძლია მისი ფინანსების უსაფრთხოება და პლუს ის დავალებულია, რა თქმა უნდა, ბაჩიაშვილის საქმის გამო და მას მოწია, რომ მადლობა ეთქვა ადამიანისთვის", - აცხადებს დავით ძიძიშვილი. 

გია ხუხაშვილი კი ამბობს, რომ ამ შეხვედრისთ ივანიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერს ის განაგებს და ამის დადასტურება იყო სწორედ მის უკან მდგარი კობახიძე, რომელსაც ხუხაშვილის თქმით, ივანიშვილი როცა უნდა მაშინ "გადარგავს და სხვას ჩარგავს მის ნაცვლად". 

მან გუშინდელი ამ შეხვედრით და შესაბამისი ნიუსით, პრიველ რიგში აჩვენა ის, რომ კობახიძე არავინ არ არის, ის არის აქ ბოსი და შესაბამისად, ახლა შეიძლება მოეწონოს მარიამ ქვრივიშვილი. ის ხომ ერთგვარ პარკს აშენებს, მისთვის ედემის ბაღი რა არის - ის არის ყველაფრის შემოქმედი და დანარჩენი არიან მცენარეები. ვიღაცას აქ ჩარგავს სახლთან ახლოს, რომ მობეზრდება, იმას ამოთხრის, გადარგავს და იქ სხვას ჩარგავს. თვითონ შევხედრის ფორმატი იყო ძალიან ტრაგი-კომიკური, როდესაც ნიუსი გავრცელდა, რომ ბიძინა ივანიშვილი შეხვდა ვიღაცას და პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა, რაღაც უკანა ფლანგზე იყო გადაწეული და ეს თავისთავად მეტყველებს, რა ინსტიტუციური მანკიერებაა დამახასიათებელი ჩვენი ქვეყნისთვის. 

ბუნებრივია, ადგილობრივ ხელისუფელბასთან შეთანხმების გარეშე ბაჩიაშვილს იქიდან ვერავინ ვერ გამოიყვანდა", - აცხადებს ხუხაშვილი. 

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი გუშინ გამოჩნდა. ბიძინა ივანიშვილი შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა. შეხვედრას ირაკლი კობახიძე და "ოცნების" მთავრობის რამდენიმე მინისტრი ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები