ვიხილეთ ფულის წინაშე ქედმოხრილი ივანიშვილი - ლევან გოგიჩაიშვილი
ჩვენ ვიხილეთ ფულის წინაშე ქედმოხრილი ივანიშვილი - ასე ეხმაურება პარტია "გახარია-საქართველოსთვის" წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი ბიძინა ივანიშვილის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრას.
მისი თქმით, სამარცხვინო საყურებელი იყო "მთავრობის" წარმომადგენლები, რომლებიც "ივანიშვილს თანაშემწეების როლში ჰყავდა".
ამ სცენიდან ისიც დავინახეთ, რომ ამ ქვეყანაში კონსტიტუციურ ინსტიტუტებსაც უკვე ფასი აღარ აქვს" - ამბობს გოგიჩაიშვილი
ამ სცენიდან პირველ რიგში გავიგეთ ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ოკუპანტს მოუხადოს ბოდიში და ფულთან მოიხაროს ქედი. ამ სცენიდან ეს ჩანდა, რომ ის იდგა ქედმოხრილი დიდი ფულის წინაშე. რაც შეეხება თანაშემწეებს, ესეც ძალიან სამარცხვინო და ცუდი საყურებელი იყო, რომ მარჯვნიდან და მარცხნიდან "მთავრობის" წარმომადგენლები სხედან თანაშემწეების როლში. ანუ, ამ სცენიდან ისიც დავინახეთ, რომ ამ ქვეყანაში კონსტიტუციურ ინსტიტუტებსაც უკვე ფასი აღარ აქვს", - აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი გამოჩნდა. ბიძინა ივანიშვილი შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა. შეხვედრას ირაკლი კობახიძე და "ოცნების" მთავრობის რამდენიმე მინისტრი ესწრებოდნენ.