სალომე ზურაბიშვილმა "ოცნებას" "ფულზე გაყიდულები" უწოდა

20.09.25 17:04
სალომე ზურაბიშვილმა "ოცნებას" "ფულზე გაყიდულები" უწოდა

საქართვველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრას გამოეხმაურა და "ოცნებას" "ფულზე გაყიდულები" უწოდა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, "ოცნების" წევრები, ვინც შეხვედრას ესწრებოდნენ, "ბიძინას მონებად წარდგნენ ყველას დასანახავად" .

სახელმწიფო რომ გაუქმდა თვალსაჩინოდ გამოჩნდა. ოფიციალური უცხოელი ვიზიტორის მიღება გადაიქცა სამარცხვინო პაროდიად! 
მთავრობა, პარლამენტი, ყველა გაჰქრა, ბიძინას მონებად წარდგნენ ყველას დასანახავად ! 
ფულზე გაყიდულნი, ღირსება გაყიდულნი …"- წერს სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილი. 

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი გუშინ გამოჩნდა. ბიძინა ივანიშვილი შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა. შეხვედრას ირაკლი კობახიძე და "ოცნების" მთავრობის რამდენიმე მინისტრი ესწრებოდნენ. 

მსგავსი სიახლეები