აფხაზეთი საქართველოა? არ ვიცი! - პირველი ინტერვიუ ჩიმაევთან, რომელსაც კალაძე მასპინძლობს

20.09.25 21:03
 აფხაზეთი საქართველოა? არ ვიცი! - პირველი ინტერვიუ ჩიმაევთან, რომელსაც კალაძე მასპინძლობს

"შაბათის ეთერის" ექსკლუზივი - პირველი ინტერვიუ ხამზატ ჩიმაევთან, ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვის ძმაკაცთან, რომელსაც თბილისში თბილისის მოქმედი მერი, კახა კალაძე მასპინძლობს. 

TV პირველის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა UFC-ის ჩემპიონი ლუქს თბილისში, ბრენდების ავტოსალონში "ფორცა თბილისში" გადაიღო, სადაც კადიროვის მეგობარს FERRARI-ის 2024 წლის მოდელი აჩუქეს.

თავდაპირვლად სოციალურ  ქსელში დაიწერა, რომ მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ავტომობილი კადიროვის გარემოცვის წევს კახა კალაძემ აჩუქა, თუმცა, "ფორცა თბილისის" დამფუძნებელი, საბა მიქავა ამტკიცებს, რომ ხამზატ ჩიმაევს   საჩუქრად მან გადასცა.

საბა მიქავა აღნიშნავს, რომ ძვირადღირებული ავტომობილები, რომლის საჭესთან კალაძე ვიდეოებს იღებს, მერმა მისგან ითხოვა და ვიდეო სერიები "ტიკ-ტოკისთვის" და "ინსტაგრამისთვის" ნათხოვარ ავტომობილში გადაიღო. 

სტუმარი, რომელიც რამდენიმე საქართველოს დიდ გულშემატკივრად გაგვაცნეს, იმასაც კი ვერ ამბობს, რომ საქართველო რუსეთის მიერაა ოკუპირებული. 

ჩიმაევის ჩამოყვანა საკუთარ თავზე  კახი კალაძის ახლო მეგობარმა, საბამ მიქავამ აიღო.  ის რამდენიმე კომპანიის მფლობელია. ერთი, თავდაცვის დაკავებული მინისტრის  ჯუანშერ ბურჭულაძის ვაჟთან ერთად დააფუძნა,  მეორე, გელა გელაძის სიმამრის ბიზნეს პარნტიორთან ერთად,  მესამე კი ნინი ბადურაშვილის დასთან  ანასტასია თოფურიძესთან ერთად.

საბა მიქავა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, ტარიელ მიქავას იგივე "კემეს" შვილია. მიქავა საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა.

საინტრერესოა კიდევ ერთი დეტალი, ამ ინტერვიუდან მეორე დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბა მიქავას ქონებას საგადასახადო ინკასო ადევს.

ჩიმაევი საქართველოში - ნატა ქაჯაია დეტალებით

მსგავსი სიახლეები