სკანდალური მხილება: "ფარულ ჩანაწერებს ივანიშვილი პირადად ითხოვს"

20.09.25 21:15
სკანდალური მხილება: "ფარულ ჩანაწერებს ივანიშვილი პირადად ითხოვს"

"შვილივით გაზრდილ ბაჩიაშვილს რას უშვრება, "ღარიბას" ბორკილების ხმა ესმის, გომელაურს ჭორებს უვრცელებს, კობახიძეს დააბრალებს მალე ყველაფერს და ახალ მსხვერპლს მოძებნის" - ალაპარაკდა ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო. "ქართული ოცნების" სტაჟიანი მხარდამჭერი, ახლა ამერიკაშია და პირველ ექსკლუზიურ ინტერვიუს "ნოდარ მელაძის შაბათს" აძლევს. 

  • "კომპლექსიანი და საშინლად ეჭვიანი, იგინება, იწყევლება. ყველას მეტსახელს არქმევს. ეს მისი ბავშვობის ტრავმებია, ბოღმები. მაგალითად ვინმე კვლევაში თუ მას უსწრებს, იმ ადამიანს ეგრევე უსველდება ფეხები. "- ასე აღწერს ბიძინა ივანიშვილს მისი ყოფილი სიძე გიორგი მუხიგულაშვილი.

"ნათესავებით დაინტერესდით აბა, მექსიკის გავლით მოდიან ამერიკაში. წარმოუდგენლად უჭირთ და ბიძინა ტკბება მათი სიღატაკით. მისი პირადი დაცვებიც გამორბიან - ისინიც მექსიკით:  გადამყვანებს ფული მისცეს, რომ მაგ ჭაობს გამოექცნენ, მძღოლებად მუშაობენ"- აღნიშნავს ჩვენი რესპოდენტი. 

გიორგი მუხიგულაშვილის მტკიცებით, გაქცეულებს შორისაა ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილიც - უჩა მამაცაშვილი მთაწმინდის 27-ში, მის საცხოვრებელ ბინაში უკვე რამდენიმე თვეა აღარ უნახავთ.

  • საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი უჩა მამაცაშვილსაც რიჟვაძის, გომელაურის, ლილუაშვილისა და კალაძის მსგავსად, ბევრ მილიონს სთხოვდა -  "ფულს, რომელიც მან საქართველოში იშოვა".

უჩა მამაცაშვილისგან განსხვავებით, ამ დრომდე ქვეყანაში რჩებიან ვახტანგ გომელაური და გრიგოლ ლილუაშვილი. "შაბათის ეთერის" რესპოდენტი შტატებიდან ყვება, რომ სუს-ის ყოფილ შეფსა და შინაგან საქმეთა მინისტრს, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის წინააღმდეგ ბევრი კომპრომატი აქვთ, სწორედ ამიტომ ყოფილი სიძის მტკიცებით, მილიარდერმა მათთან ბრძოლის განსხვავებული ტაქტიკა შეიმუშავა.

გიორგი მუხიგულაშვილის მტკიცებით, ივანიშვილის დაკვეთით მზადდებოდა სუს-ის კრებსებიც.

ივანიშვილის ოჯახის ყოფილი წევრი, რომელმაც ქვეყანა დატოვა, ყვება, რომ საპატრიარქოს კულუარული ამბები ივანიშვილს განსაკუთრებით აინტერესებდა, რადგან ეკლესიის დამორჩილება მხოლოდ კომპრომატებით შეეძლო.

  • "საპატრიარქო სულ ევაჭრებოდა და ძვირი უჯდებოდა. კრებსებით შეულახა ავტორიტეტი, რომ მერე ამის საწინააღმდეგო არაფერი ეთქვათ. ხოდა კი იქადაგეს 41 ამბიონიდან"- ამბობს ის. 

"შაბათის ეთერის" რესპოდენტი ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის ყოფილი წევრი ამბობს იმასაც, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილები ახლა "ქართული ოცნების" მოქმედი და "ოცნებიდან" წასული მაღალჩინოსნების მთავარი იარაღია. 

მუხიგულაშვილიის მონაყოლის მიხედვით, თორნიკე რიჟვაძის დაბრუნებასა და ალაპარაკებაზე მეტად, ოცნებას ახლა თურმე დავით რიჟვაძის ეშინია. გიორგი მუხიგულაშვილი ამბობს, რომ აჭარის ყოფილი მმართველის მამის ხელშია რამდენიმე ტერაბაიტიანი ფარული ჩანაწერები, რომლებიც "ოცნების" მაღალჩინოსნების პირად ცხოვრებასა და მათ კორუფციონერობას ადასტურებს.

"წარმოდგენა არ გაქვთ რა ფაილებს ფლობენ ერთმანეთზე. რიჟვაძემ ჩანთით მიიტანა ქოცებზე სუსში. იღებდა სუფრასთან, ყველგან ყველას, ვინ ჩაწერა, ბიძინამ გაუშვა ყველა. ვახო გომელაური რომ ჩადიოდა სასტუმროში წერდა, რა პოზაში ეძინა ისიც იცის"- ამბობს მუხიგულაშვილი. 

ივანიშვილის კომპრომატების სკივრი - მაკა ჩიხლაძის სპეციალური რეპოარტაჟი

მსგავსი სიახლეები