ექსკლუზივი: უაქციზო სიგარეტის შავ ბიზნესს ჯუანშერ ბურჭულაძის გარემოცვა რუსეთის მოქალაქესთან ერთად აკეთებდა
ვინ აკონტროლებდა საქართველოში თამბაქოს შავ ბიზნესს? - "შაბათის ეთერმა" სიგარეტის უკანონო ბიზნესის საქმში არსებული მასალები ექსკლუზიურად მოიპოვა.
საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ პატიმრობაში მყოფი ჯუანშერ ბურჭულაძის უახლოესი გარემოცვა უკანონო ბიზნეს რუსეთის მოქალაქე, პეტერბურგელ ბიზნესმენ ვიქტორ აბაიმოვთან ერთად აკეთებდა.
ეს უკანასკნელი საქართველოში ავიაკომპანია "აირზენას" რეისით 9 სექტემბერს, საღამოს 21:51 წუთზე შემოვიდა.
მოპოვებული მასალებიდან დგინდება, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის გარემოცვა და ოჯახის წევრები შავ ბიზნეს სწორედ რუსეთის მოქალაქესთან ერთად აკეებდა.
ირკვევა, ისიც რომ კომოპანიაში, რომელიც დაკავებული ყოფილი ჩინოვნიკის გარემოცვის წევრებს ჰქონდათ დარეგისტრირებული ძირითადად რუსეთის მოქალაქეები იყვნენ დასაქმებულები.
ამ ინფორმაციას გამოძიებას ჯუანშერ ბურჭულაძის დაცვის წევრი, ნუკრი ცაბაურაშვილი აწვდის, რომელიც "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, გამოძიებასთან თანამშრომლობს.
რა არის ცნობილი ბრალდებულებზე ?
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი პირი ამჟამად პატიმრობაში მყოფი, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ოჯახის წევრი, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა ვასილ მხეიძეა. [მხეიძე 1,3 მლნ ლარის გაფლანგვის საქმის ფარგლებში დააკავეს და წინასწარ პატიმრობაში იმყოფება].
- ახალი ბრალდება გორში სიგარეტის მწარმოებელი არალეგალური ქარხნის საქმეს ეხება, სადაც საგამოძიებო ორგანოს თქმით, წლების განმავლობაში უაქციზო თამბაქოს აწარმოებდნენ.
საქმეს 4 ბრალდებული ჰყავს:
ვასილ მხეიძე, ამავე საწარმოს უსაფრთხოების უფროსი, ჯუანშერ ბურჭულაძის პირადი დაცვის წევრი - ნუკრი ცაბაურაშვილი, მარიამ არჩევაშვილი და ვიქტორ აბაიმოვი.
მოპოვებული ჩვენებებით დგინდება, რომ გორის ტერიტორიაზე უკანონო საქმიანობას ბურჭულაძის გარემოცვა 2023 წლიდან ეწეოდა, ეს ის პერიოდია როცა ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებს. ვიქტორ აბაიმოვი უაქციზო თანბაქოს შავ ბიზნესში 2025 წლის 29 მაისს ჩნდება, როცა ვასილ მხეიძე მასთან ხელშეკრულებას აფორმებს და წილს 5 000 ლარად აძლევს.