სკანდალური ინტერვიუ: როგორ დაიგეგმა არეულობა მოსამართლეების ქეიფზე?
როგორ დაიგეგმა არეულობა მოსამართლეების ქეიფზე? - ბიძინა ივანიშვილის ყოფილი სიძე "შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა თავად უზურნველყო ის, რომ მოსამართლეების საიდუმლო ქეიფის ამბავს, აქტივისტებამდე მიეღწია.
ეს ის დღეა, როცა ქეიფიდან გამოსულებს კვერცხები ესროლეს და მოსამართლეები რესტორნიდან სახლში რომ წასულიყვნენ, ამისთვის სპეცრაზმის დახმარება დასჭირდათ.
გიორგი მუხიგულაშვილის მონაწოლის თანახმად, "ამ სპეცოპერაციას" წინ ბიძინა ივანიშვილთან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძე "პრეტენზიით ავიდნან და დაცვის გარანტიები მოითხოვეს.
"მურუსიძე და ჩინჩალაძე ავიდნენ პრეტენზიით. უკანონობას რომ გვავალებ დაგვიცავიო. ბიძინას არ უყვარს რომ ევაჭრებიან, იმიტომ რომ თვითონაა ვაჭარი. ამიტომ ურჩია წადით და ერთობა აჩვენეთო. მერე ოპოზიციას ბიძინამ გააგებინა იკრიბებიანო, კვერცხები ასროლინა და მურუსიძეს უთხრა, ვერ გიტანთ ხალხი ხომ ხედავო. მეორედ აქ მოსული არ დაგინახოთო"- იხსენებს რესოპდენტი.