ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას, პირადი დაცვის წევრს და კიდევ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დაკავებულ ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს, ბურჭულაძის პირადი დაცვის წევრს, ნუგზარ ცაბაურაშვილს, მარიამ არჩევაშვილსა და ვიქტორ აბაიმოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ყველა მათგანს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებას და შენახვას ედავება.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო თარაშვილმა მიიღო.
მისი გადაწყვეტილებით, საქალაქო სასამართლოდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ კომპანიის დირექტორს - მარიამ არჩემაშვილს, ასევე ნუგზარ ცაბაურაშვილს და ვიქტორ აბაიმოვს. რაც შეეხება ვასილ მხეიძეს, მას სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში დახმარებას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეფარდებული მაქვს.
მხეიძე დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დასწრებია.
სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.
რა არის ცნობილი ბრალდებულებზე ?
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი პირი ამჟამად პატიმრობაში მყოფი, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ოჯახის წევრი, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა ვასილ მხეიძეა. [მხეიძე 1,3 მლნ ლარის გაფლანგვის საქმის ფარგლებში დააკავეს და წინასწარ პატიმრობაში იმყოფება].
- ახალი ბრალდება გორში სიგარეტის მწარმოებელი არალეგალური ქარხნის საქმეს ეხება, სადაც საგამოძიებო ორგანოს თქმით, წლების განმავლობაში უაქციზო თამბაქოს აწარმოებდნენ.
საქმეს 4 ბრალდებული ჰყავს:
ვასილ მხეიძე, ამავე საწარმოს უსაფრთხოების უფროსი, ჯუანშერ ბურჭულაძის პირადი დაცვის წევრი - ნუკრი ცაბაურაშვილი, მარიამ არჩევაშვილი და ვიქტორ აბაიმოვი.