ვინ არიან სპეცრაზმელები ხაბეიშვილის საქმიდან - ჟურნალისტური გამოძიება
სუს-ის გამომძიებელი, რომელმაც ლევან ხაბეიშვილი ციხეში პოლიტიკური განცხადებების გამო გაუშვა, მედიასთან არ ჩნდება. სუს-ის ფაილების თანახმად, შაქრო ხარშილაძე TV პირველის მაყურებელია და გადაცემებს შიფრავს, რაც ტელე-ტრანსლაციის დროს გამორჩება, შემდეგ იტერნეტში ეძებს.
"შაბათის ეთერმა" ხარშილაძეების სახლს თბილისი ზღვასთან ახლოს მიაგნო. ადგილზე ორ სართულიანი სახლი დგას და შიდა მოპირკეთება იწყება თუმცა, ოპოზიციის ცნობით, მშენებლობის ნებართვა არ არის.
- დგინდება, რომ სუს- ის გამომძიებლის ოჯახი, 60 კვადრატული მეტრი საწყობის აშენებას ითხოვდა, დოკუმენტში წერია, რომ ფარდული სუს-ის გამომძიებლის მამას, ხელსაწყოების შესანახად სჭირდებოდა, თუმცა ადგილზე, ორ სართულიანი სახლი დგას.
ლევან ხაბეიშვილის საქმის მასალების მიხედვით, 10 სექტემბერს უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ პოლიტიკოსის საქმეზე მოწმის სახით, გამოსაკითხად რომან ქარცივაძეს მიმართა, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები გამოეყო. ქარცივაძემ ხაბეიშვილის საქმეზე სუს-ის მოთხოვნა რამდენიმე წუთში დააკმაყოფილა და უსაფრთხოების სამსახურში სამი მოწმე სპეცრაზმელის მონაცემი გადაგზავნა, ვინც ხაბეიშვილის მიმართვის საფუძველზე თავს "შეურაცხყოფილად" გრძნობდა.
შოთა პაპუაშვილთან ერთად "შეურაცხყოფილ" სპეცრაზმელთა შორის არის ბექა რუხაძეც - ყოფილი პატრული, რომელიც "ხარებას" [გდდ-ის ყოფილი ხემძღვანელი] წასვლის შემდეგ დაწინაურდა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი გახდა.
- ბექა რუხაძის მეუღლე, თაკო გვასალია, რომელიც იტალიური არდადეგებიდან სულ რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, ამტკიცებს, რომ მისი ქმარი " შეურაცხყოფილად" საერთოდ არ გრძნობს თავს. 36 წლის პოლიციელი გდდ-ის რიგებში აგვისტოში გადაიყვანეს და ყოველგვარი გამოცდილების გარეშე პირდაპირ უფროსი ინსპექტორის პოზიციით დააჯილდოვეს.
სუს-ის სანდო პოლიციელებს შორის არის შოთა არჯევანიძეც - პოლიციელი, რომელიც ამ უწყებაში "ხარებას" წასვლისშემდეგ დააწინაურეს. არჯევანიძეს 2025 წლის აგვისტოდან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ერთ-ერთი განყოფილება ჩააბარეს.