"დროა, შემდეგი ნაბიჯი გადადგან" - გაგლოევი "ოცნებას" სამხრეთ ოსეთის აღიარებისკენ მოუწოდებს

21.09.25 10:04
"დროა, შემდეგი ნაბიჯი გადადგან" - გაგლოევი "ოცნებას" სამხრეთ ოსეთის აღიარებისკენ მოუწოდებს

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელი, ალან გაგლოევი, „ქართულ ოცნებას“ მიმართავს და მოუწოდებს, რომ მათ ე.წ. სამხრეთ ოსეთი აღიარონ.

დროა, შემდეგი ნაბიჯი გადადგან მათ, ვინც საქართველოში საკუთარ თავში იპოვა კაცობა საიმისოდ, რომ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიაზე სააკაშვილის პასუხისმგებლობა ეღიარებინა. აღიარეთ სამხრეთ ოსეთი. არა პოლიტიკის გულისთვის, მომავლისთვის, სამართლიანობისთვის, იმისთვის, რომ კავკასიის ყველა ერი მშვიდობიანი ცის ქვეშ ცხოვრობდეს, - განაცხადა მან.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. რესპუბლიკის „გამოცხადების 35-წლეული“ აღნიშნეს. ღონისძიებაზე გაიმართა სამხედრო აღლუმი, რომელშიც სეპარატისტულ ფორმირებები და რუსი სამხედროები მონაწილეობდნენ. 

სიტყვით გამოვიდა ასევე რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო, რომელმაც პუტინის მიმართვა წაიკითხა. რუსეთის პრეზიდენტის ტექსტში აღნიშნულია, რომ „რუსეთი განაგრძობს ეროვნული უსაფრთხოების მხრივ სამხრეთ ოსეთის ყოველმხრივ მხარდაჭერას, ასევე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური ამოცანების გადაწყვეტაშიც“.

მსგავსი სიახლეები