რა ფუნქცია აქვს ვახტანგ გომელაურს პარტიაში - "ოცნებაში" კონკრეტული პასუხი არ აქვთ

21.09.25 11:13
რა ფუნქცია აქვს ვახტანგ გომელაურს პარტიაში - "ოცნებაში" კონკრეტული პასუხი არ აქვთ

რა ფუნქცია აქვს ვახტანგ გომელაურს პარტიაში და დააკისრეს თუ არა მას რეალურად მაკონტროლებლის ფუნქცია? ამ კითხვით "პირველემა" "ქართული ოცნების" წევრებს ეკა ბესელიას სკანდალური განცხადების შემდეგ მიმართა.

ივანიშვილის პარტიაში ვახტანგ გომელაურს აქებენ, თუმცა ვერ ამბობენ, რას ემსახრებოდა პარტიაში განხორციელებული გადაადგილება. 

ვერ გეტყვით. გარდა იმისა, რომ ვახტანგმა თავისი საქმე შეასრულა და პროფესიონალია, ვერაფერს გეტყვით - ამბობს არჩილ თალაკვაძე

ვახტანგ გომელაური არის ძალიან კარგი კაცი, ჩვენი თანაგუნდელი, რომელმაც პოლიტიკა დატოვა და გავიდა. ირაკლი კობახიძე არის პრემიერ-მინისტრი, მამუკა მდინარაძე - სუსის ხელმძღვანელი. ვინმე თუ არ ენდობა, როგორ იკავებენ ამ თანამდებობას?, - ამბობს დავითულიანი. 

ვახტანგ გომელაური ნებისმიერ ადგილს იმსახურებს. არანაირი დაბალანსსება არავის სჭირდება. ვახტანგს ნებისმიერი ფუნქციის შესრულება შეუძლია, - ამბობს ოდიშარია.

სკანდალური განცხადება გააკეთა ეკა ბესელიამ „ტვ პირველის“ ეთერში: მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი უსაფრთხოების სამსახურის მოქმედ ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს, ბოლომდე არ ენდობა და მის მაკონტროლებლად ვახტანგ გომელაური მიუჩინა.

ბესელიას ინფორმაციით, ყოფილი შს მინისტრი გომელაური „ქართულ ოცნებას“ ოფიციალურად „მიამაგრეს“. ამასთან, სწორედ ამის დასტურად გავრცელდა ფოტო, რომელშიც გომელაური მდინარაძესთან ერთად ჩანს.

მსგავსი სიახლეები