"კუპატაძე მოიკითხეთ" - ოპოზიციის ინფორმაციით, მაღალჩინოსანს 4 ოქტომბრისთვის დაცვის პოლიციის მობილიზებას აიძულებენ

21.09.25 12:29
"კუპატაძე მოიკითხეთ" - ოპოზიციის ინფორმაციით, მაღალჩინოსანს 4 ოქტომბრისთვის დაცვის პოლიციის მობილიზებას აიძულებენ

შიდა ოპერატიული ინფორმაციით, "ოცნებას" 4 ოქტომბრის მოლოდინი ანერვიელებს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ანა წითლიძე სოციალურ წერს. მისი თქმით, ივანიშვილის გუნდი შიშობს, რომ ამ დღეს ქუჩაში იმაზე მეტი ხალხი გამოვა, ვიდრე მოლოდინი აქვთ. 

მისივე თქმით, უსაფრთხოების სტრუქტურებში - სუსში, თავდაცვაში, პოლიციასა და გდდ-ში პრობლემებია და სპეცრაზმის საკმარისი რაოდენობა არ ჰყავთ. სწორედ ამიტომ, წითლიძის თქმით, პარტია დახმარებას სთხოვს დაცვის პოლიციის ხელმძღვანელ თეიმურაზ კუპატაძეს. თუ ის საჭირო რაოდენობის თანამშრომელს ვერ გამოყოფს, მას ემუქრებიან, რომ მის წინააღმდეგ ოპერაცია კოდური სახელწოდებით "აახენი“ დაიწყება.

რეჟიმს გდდ-ში, თავდაცვაში, სუსში, პოლიციაში ყველგან პრობლემა და რღვევა აქვს. შიდა ოპერატიული ინფორმაციით, აქვთ ცნობები, რომ იმაზე მეტი ხალხი იქნება 4 ოქტომბერს ვიდრე წარმოედგინათ. ნერვიულობენ, რომ სპეცრაზმის რაოდენობა არ ეყოფათ, რაც ჰყავთ იმათაც არ ენდობიან, ამიტომ იძულებული გახდნენ და მიადგნენ დაცვის პოლიციას, მის ხელმძღვანელს თეიმურაზ კუპატაძეს, რომელსაც სთხოვენ დაცვის პოლიციის თანამშრომლების კონკრეტული რაოდენობის გამოყვანას, თუ კონკრეტულ რაოდენობას ვერ გამოიყვანს კუპატაძე, მას ემუქრებიან, რომ მის წინააღმდეგ გააქტიურდება ოპერაცია კოდური სახელწოდებით "აახენი".
ნეტავ, რას უნდა ნიშნავდეს  - ხომ არ გავარკვიორთ ერთად? #თეიმურაზკუპატაძე Formula • ფორმულა TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი.
პ/ს 6 სექტემბერს დინამოზე ლილუაშვილს მაგიტომ ხომ არ შეხვდა ნეტავ?” - წერს ანა წითლიძე.