"საპატიო თბილისელის" ღონისძიებას "ოცნების" ის მხარდამჭერებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც მელიქიშვილზე აქტივისტებს სცემეს
"პირველებმა" საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონიაზე "ქართული ოცნების" ის მხარდამჭერები გადაიღო, რომლებმაც მელიქიშვილის ქუჩაზე მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე იძალადა.
ერთ-ერთი ბექა მიგრიაულია. ივანიშვილის პარტიის ტიტუშკად დასაქმებულმა პირმა კამერების წინ საჯაროდ ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ ამ დრომდე არ დაუკავებიათ და თავისუფალია. მიგრიაული იმასაც კი ვერ ამბობს, დაიბარეს თუ არა გამოკითხვაზე და ჩამოართვეს თუ არა ჩვენება.
ჩემი ნებაა და არ გპასუხობთ არაფერზე, - უთხრა მიგრიაულმა ჟურნალისტს.
ღონისძიებაზე იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებში ფიგურირებდნენ, თუმცა, "პირველების" ინფორმაციით, არცერთი მათგანი გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ.
"პირველები" იმ აქტივისტებსაც ესაუბრა, რომლებიც ტიტუშკების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. მათი თქმით, "ოცნება" მსგავს ადამიანებს მფარველობს, რადგან ისინი სჭირდება.
ესენი არიან შეუმდგარი ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებიათ და ახლა სხედან ჩენი ბიუჯეტის ხარჯზე და არიან ჩვეულებრივი პარტაქტივი. ერ კალაძე ხომ საერთოდ რა არის, ლაპარაკი ახლა ისწავლა და შემდეგ აი, ასეთი ტიპები შემოიერთა, ვისთანაც საერთო აქვს და ჰყავს ესენი ყველგან. რა თქმა უნდა, ეშინია, იმიტომ, რომ არსად გაესვლება. "ქართული ოცნებს" პირობებში, პირიქით, მფარველობენ ეგენი, იმიტომ, რომ სჭირდებათ ეგეთი ტიპები, - ამბობს აქტივისტი.
აქტივისტები დარწმუნებულები არიან, რომ "ოცნება" კალაძის "ტიტუშკებს" არ დასჯის.