ვინ მფარველობს აქტივისტებზე მოძალადეებს? - კალაძის რეაქცია კითხვაზე
ვინ მფარველობს "ოცნების" იმ მხარდამჭერებს, რომლებიც მშვიდობიან მომიტინგეებს ფიზიკურად უსწორდებიან - "პირველების" კითხვამ დედაქალაქის მერი გააღიზიანა. კითხვაზე პასუხის გაცემის ნაცვლად კახა კალაძემ მედიაზე იერიში მიიტანა და ჟურნალისტებს "მოძალადეები და გაუბედურებულები" უწოდა.
არ მიჩნდება (უსამართლობის განცდა), გულწრფელად გეუბნებით, იმიტომ, რომ თქვენ ხართ პირველი მოძალადეები, თქვენ ხართ, ვინც ძალადობთ. ზრდილობიანები უნდა იყოთ. ნათელია რას წარმოადგენთ, ვინ ხართ, იმიტომ ხართ ასე დაბეჩავებულები, გაუბედურებულები, - ამბობს კალაძე.
აღსანიშნავია, რომ დღეს კალაძე თბილისობა იმ პირებტან ერტად აღნიშნავდა, ვინც მელიქიშვილის გამზირზე აქტივისტებზე იძალადა.
ამასთან, აღნიშნული პირები "პირველებმა" საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონიაზეც გადაიღო.