კალაძის მტკიცებით, "ოცნებას" ანტიევროპული და ანტიამერიკული გზავნილები არასდროს გაუკეთებია

21.09.25 15:34
კალაძის მტკიცებით, "ოცნებას" ანტიევროპული და ანტიამერიკული გზავნილები არასდროს გაუკეთებია

კახა კალაძე ამტკიცებს, რომ "ქართულ ოცნებას" ანტიევროპული და ანტიამერიკული განცხადებები არასდროს გაუკეთებია. "ოცნების" ლიდერი ირწმუნება, რომ მათ მხოლოდ საკუთარი ქვეყნის დაცვა უწევთ. 

ამასთან, კალაძემ დასავლეთი ცილისამებასა და ომში ჩართვის მცდეობაში მორიგ ჯერზე დაადანაშაულა.  

თქვენ ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ ანტიდემოკრატიული, ანტიევროპული, ანტიამერიკული გზავნილები გაგვეკეთებინოს. ჩვენ გვიწევს თავის დაცვა, ქვეყნის დაცვა, გვიწევს ხალხის დაცვა, ჩვენი სახელმწიფოს დაცვა. როდესაც ვისმენთ ცრუ მესიჯებს, როდესაც ვისმენთ ცილისწამებას, რა თქმა უნდა, ვინც არ უნდა იყოს, ამერიკიდან იქნება, ევროპიდან იქნება, რუსეთიდან იქნება, არავის მიეცემა შესაძლებობა, რომ უსაფუძვლოდ აკრიტიკოს ჩვენი ქვეყანა, შეურაცხყოფა მიაყენოს. ჩემი ქვეყანა ვიღაცამ თავისი ინტერესებისთვის გამოიყენოს, გასწიროს, როგორც ეს, მაგალითად, უკრაინის შემთხვევაში მოხდადოდო ბოდიში, მაგრამ ჩვენ ამას არ და ვერ დავუშვებთ. არაერთხელ გავაკეთეთ განმარტებები, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის, რომ ურთიერთობები დავიწყოთ ახალი ფურცლიდან, - თქვა კალაძემ. 

მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ში გაემგზავრა. "ქართული ოცნების" მიერ არჩეული პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ყაველაშვილი დონალდ და მელანია ტრამპების სახელით დაგეგმილ ოფიციალურ მიღებასაც დაესწრება. 

ცნობილია, რომ ყაველაშვილი სესიაზე თარჯიმნის დახმარებით ისარგებლებს.

 

მსგავსი სიახლეები