"განწყობა ბრძოლისუნარიანია" - ირაკლი კუპრაძე ავჭალა-ზაჰესის მოსახლეობას შეხვდა

21.09.25 16:20
"განწყობა ბრძოლისუნარიანია" - ირაკლი კუპრაძე ავჭალა-ზაჰესის მოსახლეობას შეხვდა

"ლელოს" და "გახარია საქართველოსთვის" წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს.  მერობის საერთო კანდიდატი ირაკლი კუპრაძე დღეს ავჭალა-ზაჰესის მოსახლეობას შეხვდა და ის გეგმები გააცნო, რომლის განხორციელებასაც გამარჯვების შემთხვევაში აპირებს.

მერობის საერთო კანდიდატი დღეს ახალგაზრდებსაც შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. კუპრაძის თქმით, გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ახალგაზრდებს ქვეყნის დატოვება არ მოუწიოთ.

ჩვენ დილიდან გვქონდა კარდაკარი ავჭალა-ზაჰესის სამაჟორიტარო ოლქში. შევხვდით მოქალაქეებს, კარდაკარ ჩამოვიარეთ. განწყობა არის ბრძოლისუნარიანი, იმედიანი და მოლოდინიც შესაბამისად. 4 ოქტომბერი უნდა იქცეს მნიშვნელოვან გარდამტეხ დღედ, რომელიც დაასრულებს ამ ქვეყანაში რუსულ რეჟიმს მათ შორის თვითმმართელობის არჩევნებზე და მათ შორის იმ პროტესტის, რომელიც უნდა იყოს შეუქცევადი ანტიქართული ოცნების წინააღმდეგ, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.  

მსგავსი სიახლეები