"ოცნება" ანტიდასავლურ სვლას აგრძელებს - გიორგი მელაშვილი
"ქართულმა ოცნებამ" გააგრძელა საკუთარი ანტიდასავლური სვლა, - ასე აფასებს "ევროპულ-ქართული ინსტიტუტის" დამფუძნებელი, გიორგი მელაშვილი ივანიშვილის შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვედრას.
გიორგი მელაშვილის შეფასებით, ივანიშვილის შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საემიროების ლიდერთან კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ დასავლეთისგან შორს იხრება და ახლო აღმოსავლურ პარტნიორობებს ანიჭებს უპირატესობას. მისი თქმით, ბაჩიაშვილის ქეისი უკვე მიანიშნებს დუბაისთან არსებულ საეჭვო კავშირებზე, რომლებიც სამართლებრივ ჩარჩოებში არ ჯდება და შესაძლოა „ქართული ოცნება“ გარკვეული ვალდებულებების წინაშე აყენებდეს.
"ქართულმა ოცნებამ" გააგრძელა საკუთარი ანტიდასავლური სვლა. ის, რომ მათ უარი თქვეს ევროკავშირთან თანაბარ უფლებიან ურთიერთობაზე, მაგრამ სამაგიეროდ, მზად არიან, რომ ყველანაირად სამეფო დახვედირთ დახვდნენ არაბული ქვეყნების წარმომადგენლებს, მიანიშნებს მათ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, მიანიშნებს იმაზე, რომ საერთოდ ჩამონგრეულია საგარეო პოლიტიკის დახვედრის ინსტიტუტი.
ბაჩიაშვილის ქეისი აჩვენებს, რომ არსებობს ახლო კავშირი დუბაისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენებს შორის. ეს კავშირი, მათ შორის, არ არის სამართლებრივი, შესაბამისად, "ქართული ოცნება" არის ერთგვარ ვალდებულებებში დუბაისთან მიმართებით და ვნახოთ, როგორ მოხდება ამ ვალდებულებების გადახდა, - ამბობს გიორგი მელაშვილი.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი გამოჩნდა. ბიძინა ივანიშვილი შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა. შეხვედრას ირაკლი კობახიძე და "ოცნების" მთავრობის რამდენიმე მინისტრი ესწრებოდნენ.