კუპრაძე: ივანიშვილს მავზოლეუმიდან მხოლოდ მაშინ გამოსვენებენ ხოლმე, როცა "ოცნებას" უჭირს

21.09.25 18:02
კუპრაძე: ივანიშვილს მავზოლეუმიდან მხოლოდ მაშინ გამოსვენებენ ხოლმე, როცა "ოცნებას" უჭირს

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერი და თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ მხოლოდ მაშინ ჩნდება, რომ "ქართულ ოცნებას" ყველაზე მეტად უჭირს. საქმე ეხება ივანიშვილის შეხვედრას შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანთან.

ოპოზიციონერის თქმით, ივანიშვილის პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრა არაფერს ნიშნავს, რადგან "მისი საქმე დასრულებულია". 

მორჩენილი ამბავია ბიძინა ივანიშვილის საქმე. სადაც არ უნდა ემთხვიოს პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც ჩამოდიან მასთან, მავზოლეუმიდან ივანიშვილს გამოსვენებენ, შეახვდრებენ პოლიტიკურ ლიდერებს და ეს ხდება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა "ქართულ ოცნებას" ყველაზე მეტად უჭირს, - ამბობს კუპრაძე. 

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი გამოჩნდა. ბიძინა ივანიშვილი შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა. შეხვედრას ირაკლი კობახიძე და "ოცნების" მთავრობის რამდენიმე მინისტრი ესწრებოდნენ. 

მსგავსი სიახლეები