დააბრუნა თუ არა ივანიშვილმა გომელაური ისევ წინა ხაზზე?
„ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ დღეს თავი აარიდა კითხვებს იმის შესახებ, რა ახალი როლი აქვს პარტიაში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვახო გომელაურს.
სკანდალური ინფორმაცია ტვ პირველის ეთერში გააჟღერა ეკა ბესელიამ, რომელმაც განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა გომელაური კობახიძე-მდინარაძის მაკონტროლებლად დააყენა.
მმართველი გუნდის წევრებს საჯაროდ საუბარი უხერხულობას უქმნის. ისინი ირწმუნებიან, რომ „მდინარაძეს ზედამხედველი არ სჭირდება“, ან საერთოდ თავს არიდებენ პასუხს.
საკითხი კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც ივანიშვილის ნათესავმა გიორგი მუხიგულაშვილმა „შაბათის ეთერში“ თქვა, რომ გომელაურს ხელში აქვს არაერთი კომპრომატი და ის ინფორმაცია, რომელიც ივანიშვილს სჭირდება. მისი თქმით, ფარულ ჩანაწერებს თავად ივანიშვილი ითხოვს, რის გამოც სუს-ის ხელმძღვანელზე კონტროლი ოლიგარქისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.