უაქციზო სიგარეტის შავი ბიზნესი - უმზადებენ თუ არა ჯუანშერ ბურჭულაძეს ახალ ბრალს?

21.09.25 20:28
უაქციზო სიგარეტის შავი ბიზნესი - უმზადებენ თუ არა ჯუანშერ ბურჭულაძეს ახალ ბრალს?

„შაბათის ეთერის“ მიერ მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის წევრის არალეგალურ ბიზნესში მეწილე რუსეთის მოქალაქე იყო. დოკუმენტები 2025 წლით თარიღდება და მიუთითებს, რომ ბურჭულაძის ცოლის ძმამ საკუთარი წილი 5000 ლარად სწორედ პეტერბურგელ ბიზნესმენს გადასცა.

გამოძიებას ამ დრომდე ვერ დაუდგენია, როგორ მოხვდა რუსი მეწარმე გორში არალეგალურ სიგარეტის ბიზნესში და რა როლი ჰქონდა ბურჭულაძეს მის შემოყვანაში. პროკურატურის ფაილებში ფიგურირებს არაერთი კომპანია, მათ შორის „გორი ესთეითი“, სადაც ბურჭულაძე გადადგომის შემდეგ ინვესტიციების მოძიებაზე მუშაობდა.

ეს გარემოება აჩენს ახალ კითხვას – თავად ბურჭულაძემ ხომ არ შეიყვანა რუსი ბიზნესმენი ქართულ არალეგალურ სქემაში? პეტერბურგელი მეწილე, რომელიც რუსეთში საავიაციო ბიზნესს ფლობს, ოჯახს გამგზავრების წინ უთხრა, რომ სამუშაოდ საქართველოში მოდიოდა. ახლა კი ის დუმილის უფლებას იყენებს და არ აკონკრეტებს, იცოდა თუ არა, რომ არალეგალური ბიზნესის წილი შეიძინა.

ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები