კალაძე დღესაც ტიტუშკების გარემოცვაში გამოჩნდა - ვინ არიან სპეცდანაყოფის წევრები

21.09.25 20:02
კალაძე დღესაც ტიტუშკების გარემოცვაში გამოჩნდა - ვინ არიან სპეცდანაყოფის წევრები

თბილისის ცენტრში, საარჩევნო შტაბთან ნაცემი მოქალაქეების წინაშე კახა კალაძე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს. მოძალადეების დაგმობის ნაცვლად, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, პრაქტიკულად, მწვანე შუქი აუნთო ძალადობას.

უკანასკნელი ორი დღეა, კალაძე დემონსტრაციულად ჩნდება იმავე პირებთან ერთად, რომლებიც მშვიდობიან აქციებზე ჟურნალისტებსა და პოლიციელებზე ძალადობაში ფიგურირებენ.

„პირველების“ კამერამ კალაძის გვერდით პიჯაკიანი ტიტუშკები ჯერ თბილისელების დაჯილდოების ცერემონიაზე დააფიქსირა, შემდეგ კი ორბელიანის მოედანზე. დღესაც, „ოცნების“ მერობის კანდიდატი კობახიძესთან ერთად პარტიულ აქტივში სწორედ მათი გარემოცვით გადაადგილდებოდა – დაცვის წევრებთან ერთად „ტიტუშკებიც“ იყვნენ მობილიზებული.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები