ივანიშვილის შეხვედრა არაბთა საემიროების პრეზიდენტთან - ვისი ინიციატივით შედგა აუდიენცია

21.09.25 20:32
ივანიშვილის შეხვედრა არაბთა საემიროების პრეზიდენტთან - ვისი ინიციატივით შედგა აუდიენცია

ოპოზიცია მკვეთრად აკრიტიკებს ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას არაბთა საემიროების პრეზიდენტთან. მათი თქმით, შეხვედრის ამსახველი 55-წამიანი კადრები ნათლად აჩვენებს, რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველი თავად იღებს გადაწყვეტილებებს, ხოლო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მხოლოდ მის ნაბიჯებს მიჰყვება.

„ქართული ოცნების“ ოპონენტები ამბობენ, რომ ხელისუფლება მთლიანად ოლიგარქის კონტროლს ექვემდებარება, რაც საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას აზიანებს. ოპოზიციას აინტერესებს, ვისი ინიციატივით შედგა შეხვედრა მთაწმინდის რეზიდენციაში.

სავარაუდო მიზეზად სახელდება როგორც ბაჩიაშვილის დაკავების საქმეში გაწეული დახმარება, ასევე მეორე, უფრო რეალური ვერსია: სანქცირებულმა ივანიშვილმა, რომელიც იზოლაციაშია, პირადი ინტერესების გამო მოისურვა შეხვედრა – მას ფულის დასამალად და დასაბინავებლად უსაფრთხო ადგილი სჭირდება.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები