დასაქმება, ხელმისაწვდომი განათლება და ნარკოტიკებთან ბრძოლა - ირაკლი კუპრაძე ავჭალაში ახალგაზრდებს შეხვდა

21.09.25 20:58
დასაქმება, ხელმისაწვდომი განათლება და ნარკოტიკებთან ბრძოლა - ირაკლი კუპრაძე ავჭალაში ახალგაზრდებს შეხვდა

დასაქმება, ხელმისაწვდომი განათლება და ნარკოტიკებთან ბრძოლა – ეს არასრული ჩამონათვალია იმ თემების, რომლებზეც დღეს თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე ახალგაზრდებს ესაუბრა. "ლელოსა" და გახარიას პარტიის საერთო კანდიდატი ავჭალაში  იმყოფებოდა.

შეხვედრაზე განიხილეს ახალგაზრდული სტარტაპების მხარდაჭერა, საჯარო სივრცეების განვითარება, ტურიზმისა და ინოვაციების სფეროში დასაქმების შესაძლებლობები და ახალგაზრდებისთვის პროფესიული განვითარების პროგრამების შექმნა.

შეხვედრაზე შეკრებილი ახალგაზრდებიც ამტკიცებდნენ, რომ ივანიშვილის პარტია ძალაუფლებას მათთან დაპირისპირებით ინარჩუნებს - მცირე ჯგუფებს ფულს უხდის და სტუდენტურ თაობაში განხეთქილების შეტანას ცდილობს.

ახალგაზრდები ნეპოტიზმსა და ღირსეული ანაზღაურებით დასაქმების შეუძლებლობას მთავარ პრობლემად ასახელებენ. „უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ გავლენიანი ნაცნობების გარეშე კარიერის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია,“ – ამბობენ ისინი.

კუპრაძის აზრით, ცვლილებები თბილისში უნდა დაიწყოს, სადაც ახალგაზრდებისთვის ახალი პერსპექტივა უნდა შეიქმნას, ხოლო ემიგრაციაში მყოფი თაობა – საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდეს.

ვრცლად ნახეთ თეკლა დონაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები