კახა კალაძე ამბობს, რომ მიხეილ ყაველაშვილი გაეროს ტრიბუნას მხილებისთვის გამოიყენებს

22.09.25 12:44
კახა კალაძე ამბობს, რომ მიხეილ ყაველაშვილი გაეროს ტრიბუნას მხილებისთვის გამოიყენებს

 

 

კახა კალაძე ამბობს, რომ მიხეილ ყაველაშვილი გაეროს ტრიბუნას მხილებისთვის გამოიყენებს - თბილისის მერმა დღეს ტელეკამერების წინ  თქვა, რომ "მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს სიმართლე და რეალობა".

თუ რა არის სიმართლე, "ტვ პირველის" ჟურნალისტის ამ კითხვაზე, კალაძემ ასეთი პასუხი გასცა: 

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული. მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს სიმართლე და რეალობა. სიმართლე ის არის, რომ ბოლო თვეების, ბოლო წლებსი განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, საქართველოს მიმართ განცხადებები რაც კეთდება და დამოკიდებულებები, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე და ცილისწამებაზე", - განაცხადა კალაძემ. 

"პირველებმა" კალაძეს ჰკითხა, რატომ არ წავიდა ირაკლი კობახიძე აშშ-ში გაეროს ასამბლეაზე და რატომ წავიდა მიხეილ ყაველაშვილი, როცა წინა წლებში კობახიძე დადიოდა, რაზეც თბილსის მერმა უპასუხა, რომ "პრეზიდენტი წავიდა, რა მნიშვნელობვა აქვს".  

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე გაეროს ტრუბინაზე სიტყვით პრემიერი გამოდიოდა ხოლმე, თუმცა წელს ტრადიცია შეცვალეს და აშშ-ში მიხეილ ყაველაშვილი გააგზავნეს.  

მსგავსი სიახლეები