ლევან ჯანგველაძის გარდაცვალების მიზეზი მრავლობითი ჭრილობების შედეგად განვითარებული სისხლნაკლებობა გახდა - ექსპერტის ჩვენება

22.09.25 13:01
ლევან ჯანგველაძის გარდაცვალების მიზეზი მრავლობითი ჭრილობების შედეგად განვითარებული სისხლნაკლებობა გახდა - ექსპერტის ჩვენება

თბილისის ცენტრში ჩახრილული "კანონიერი ქურდის" ძმის, ლევან ჯანგველაძის გარდაცვალების მიზეზი მრავლობითი ჭრილობების შედეგად განვითარებული სისხლნაკლებობა გახდა - ამის შესახებ სასამართლოზე სამედიცინო ექსპერტმა განაცხადა. 

  • ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს, საბრალდებო სკამზე გელა უძილაური ზის. 

სამედიცინო ექსპერტმა აღნიშნა, რომ მოკლულ ბიზნესმენს ორი ჭრილობა სახის არეში, დანარჩენი ტანზე, მათ შორის, გულ-მკერდის არეში ჰქონდა.

ცნობისთვის, დრეს სახელმწიფო ბბრალდებას გელა უძლაურის წინააღმდეგ სასამართლოში 14 მოწმე ჰყავს მიყვანილი. 

  • ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.

ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

 მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულები - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.

მსგავსი სიახლეები