დაუთმობს თუ არა ყაველაშვილი დროს გაეროში რუსეთზე საუბარს - რას ამბობენ "ოცნებაში"

22.09.25 13:02
დაუთმობს თუ არა ყაველაშვილი დროს გაეროში რუსეთზე საუბარს - რას ამბობენ "ოცნებაში"

ახსენებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი გაეროს ტრიბუნიდან რუსეთს? - კითხვის საპასუხოდ შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს გარემოება მათთვის უმნიშვნელოა. ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ სტატისტიკას მათ ინტერესს არ წარმოადგენს და მათი მიზანი ქვეყანაში "მშვიდობის" შენარჩუნებაა.

ამასთან, პაპუაშვილი ისევ ირწმუნება, რომ ოპოზიციას და ენჯეობს ქვეყნის ომში ჩათრევა სურთ. 

თქვენთვის სტატისტიკაა მნიშვნელოვანი - ვინ, სად, რამდენჯერ ახსენებს რუსეთს და რა კონტექსტში. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი არ არის. ამას აბსოლუტური დატვირთვა ჩვენი საჯარო გამოსვლების დროს არ აქვს. ჩვენთვის ერთადერთ რამეს აქვს მნიშვნელობა - ეს არის მშვიდობა. მათ შორის ის, რომ არ იყოს ახალი ომი, რომელიც ასე ძალიან უნდა ზოგიერთს.

ასე რომ ფიქრობდა მიხეილ სააკაშვილი და რადიკალური ოპოზიცია, იმიტომ მოვხვდით ომში, იმიტომ გადაგვხდა ომები და იმიტომ ვიყავით ერთი ნაბიჯით დაშორებული ომისგან 2022 წელს, რადგან ასეთი ხალხი არის ოპოზიციაში და „ენჯეოებში“, რომლებსაც ბომბების წვიმა ურჩევნია სირცხვილისგან დაწვას, - ამბობს პაპუაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ყაველაშვილი უკვე აშშ-შია და გაეროს ტრიბუნაზე გამოსვლისთვის ემზადება. ამ დრომდე გაეროს ტრუბინაზე სიტყვით პრემიერი გამოდიოდა ხოლმე, თუმცა წელს ტრადიცია შეცვალეს და აშშ-ში მიხეილ ყაველაშვილი გააგზავნეს.  

მსგავსი სიახლეები