დილით არჩევნებზე საღამოს აქციაზე - რა გეგმა აქვთ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ

22.09.25 15:11
დილით არჩევნებზე საღამოს აქციაზე - რა გეგმა აქვთ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ

დილით არჩევნებზე- საღამოს აქციებზე- ეს არის გეგმა იმ ოპოზიციური პარტიების, რომლებიც 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობენ.

თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ერთი მიმართულებით ბრძოლა, ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად საკმარისი არ არის და ის ამომჩრევლებს მოუწოდებს, რომ 4 ოქტომბერს, დილით მივიდნენ არჩევნებზე, ხოლო შემდეგ ყველა ერთად გავიდეს რუსთაველის გამზირზე. 

კუპრაძის თქმით, გამოსავალი მხოლოდ ქუჩა არ არის და ყველა ფრონტზე უნდა იბრძოლონ იმისთვის, რომ ივანიშვილი დაამარცხონ.

დილით არჩევნებზე, საღამოს რუსთაველზე, ეს არის მნიშვნელოვანი ერთობის გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ დაპირისპირება და განსხვავებული პოზიციები კი არ არსებობდეს პროდასავლურ ოპოზიციაში, არამედ ერთობაზე შევთანხმდეთ. თბილისში ბიძინა ივანიშვილი არის უმცირესობაში, გაყალბების პირობებშიც კი, 2024 წელს თბილისში არჩევნები ჩვენ მოვიგეთ, 60 ათასი ხმის უპირატესობით და დიდი უპირატესობით დამარცხდა ივანიშვილი გაყალბების პირობებშიც. დღეს ეს უპირატესობა კიდევ უფრო თვალნათელია. 

თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე დავამონტაჟებთ ვიდეოკამერებს - აბა, გაბედოს ვინმემ, რომ სხვადასხვა უბანზე შევიდეს, ან შევიდეს ისეთ საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებული არ არის. ყველას ჩანაწერი ფიზიკურად გვექნება ჩვენ და სისხლის სამართლის ბრალდებით დაისჯებიან ის პირები, რომლებიც შევლენ იმ საარჩევნო უბანზე, სადაც არ არიან ჩაწერილი, შევლენ იმ საარჩევნო უბანზე, სადაც ერთხელ უკვე ნაყოფები არიან. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, არის უალტერნატივო და ეს უნდა გვესმოდეს ყველას, თანაბრად, არ მისვლა საარჩევნო უბანთან ნიშნავს იმას, რომ კალაძე სარგებლობს ჩვენი პასიურობით. მაღალი აქტივობის პირობებში, კალაძე მარცხდება, - განაცხადა კუპრაძემ.

მსგავსი სიახლეები