“ქართული ოცნების“ მტკიცებით, ოპოზიციის “დაპირისპირება და ქიშპობა“ დადგმული სცენარია

22.09.25 15:32
“ქართული ოცნების“ მტკიცებით, ოპოზიციის “დაპირისპირება და ქიშპობა“ დადგმული სცენარია

“ქართული ოცნების“ მტკიცებით, ოპოზიციამ “დაპირისპირება და ქიშპობა“ დადგა და “არჩევნებში მონაწილე და ბოიკოტის მომხრე პარტიები რეალურად დაპირისპირებაში არ არიან და ოპოზიციის გეგმა - “დილით არჩევნებზე- საღამოს რუსთაველზე“ სწორედ ამისი ნათელი მაგალითია.“

გია ვოლსკიმ ოპოზიცია კვლავ  ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟის მცდელობაში მონაწილეობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ეს არის  “კოლექტიური “ნაცმოძრაობის“ მიზანი და სცენარი, რომელიც არ შეცვლილა“.

ვინც აპირებენ მონაწილოება მიიღონ არჩევნებში და ისინიც, ვინც აპირებენ საბოტაჟით დაუპირისპირდნენ საკუთარ ქვეყანას, ერთ მიზანს ემსახურებოდნენ და დღესაც ერთ მიზანს ემსახურებიან. ეს ითქვა იქამდე, ვიდრე განცხადება გაკეთდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების შემდეგ, ამ რევოლუციურ სცენარს უნდა შეუერთდეს კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტი. ეს კი დადასტურდა მათ განცხადებაში, სწორედ ის, რაზედაც ადრე ვსაუბრობდით. კოლექტიური “ნაცმოძრაობის“ მიზანი და სცენარი არ შეცვლილა, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

“არაჩვეულებრივი ფარსი“ უწოდა ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტს და მეორე ნაწილის არჩევნებში მონაწილეობას ბექა გორდულაძემ.

კოლექტიურ ნაცმოძრაობაში ეს ე.წ. ერთმანეთთან ქიშპობა არის არაჩვეულებრივი ფარსი. საბოლოო დავალება მათი პატრონებისგან არის ძალადობის ორგანიზება და ამ ძალადობით მცდელობა, რომ როგორმე ხელისუფლებაში მოვიდნენ აგენტურის წარმომადგენლები, მათ შორის “ლელოელი ნაცები“, “გახარიელი ნაცები“, ახალი ნაცები და ძველი ნაცები. მათმა პატრონებმა კარგად იციან, რომ შეუძლებელია არჩევნებში რამე წარმატება ჰქონდეს კოლექტიურ ნაცმოძრაობას, - განაცხადა გორდულაძემ.

 

მსგავსი სიახლეები