მიავლინა თუ არა ივანიშვილმა გომელაური სუს-ში მდინარაძის გასაკონტროლებლად - რა ხდება "ოცნებაში"

22.09.25 20:43
მიავლინა თუ არა ივანიშვილმა გომელაური სუს-ში მდინარაძის გასაკონტროლებლად - რა ხდება "ოცნებაში"

კახა კალაძე უპასუხოდ ტოვებს კითხვას, რა მისიით მივიდა პარტიაში გომელაური. ამ ვიდეო მასალაში ცხადად ჩანს, რომ კალაძეს ჩვენი კითხვები ესმის, თუმცა პასუხს რომ თავი აარიდოს თემა გადააქვს. 

ფოტოზე, რომელიც პარასკევს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ გვერდზე გავრცელდა, ერთად ჩანან მდინარაძე და გომელაური. ფოტოს არ ახლავს აღწერა სად არის ის გადაღებული. ქორწილში თუ ბიძინა ივანიშვილის ახალ რეზიდენციაში, თუმცა "ოცნების" სპიკერები ამ ფოტოზე დაყრდნობით წერდნენ, რომ შიდა ომი პარტიაში არ არის, საპირისპირო იცის ეკა ბესელიამ რომელიც ამბობს, რომ გომელაური კობახიძე-მდინარის დაჯგუფების მაკონტროლებლად ბიძინა ივანიშვილმა დანიშნა. 

ამ დრომდე უცნობია დაკითხეს თუ არა გომელაური შავი ფულის სკანდალზე, სუს-ის ინფორმაციით, საქართველოში რუსულ რუბლები ტრაილერებით სწორედ გომელაურის მინისტრობის დროს შემოდიოდა და თეთრდებოდა. 

როგორ შემოვიდა საქართველოს საზღვარზე 600 მილიონი დოლარი და როგორ მოხდა ამ თანხის ისე გათეთრება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერაფერი გაიგო. 

დეტალები ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები