"ძლიერი საქართველოს" "ოცნებას" კანდიდატებზე ზეწოლაში ადანაშაულებს

22.09.25 23:00
"ძლიერი საქართველოს" "ოცნებას" კანდიდატებზე ზეწოლაში ადანაშაულებს

"ძლიერი საქართველოს" "ოცნებას" კანდიდატებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" მათი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ სურს, ამიტომ ცდილობს, რომ ზეწოლა მოახდინოს, მოისყიდოს, დააშინოს მათი მხარდამჭერები და გულშემატკივრები. 

კუპრაძემ აღნიშნა, რომ მათი კანდიდატები და მხარდამჭერები "რეგიონებში ყველაზე მეტად დაუცველები არიან".

ჩვენთან ერთად მყოფ მოქალაქეებს ყოველ დღე უწევთ უზარმაზარი წნეხის გავლა და, ხშირად, "ქართული ოცნების" ლიდერები იყენებენ, რომ აი, ვიღაცამ უარი თქვა კანდიდატობაზე და გვერდით გაიწია, კანდიდატურა მოხსნა და რატომ ხდება ეს იცით? პასუხი რა არის: უნდა ივანიშვილს ჩვენი არჩევნებში მონაწილეობა თუ არ უნდა? არ უნდა. და იმიტომ ცდილობს, რომ ზეწოლა მოახდინოს, იმიტომ ცდილობს, რომ მოისყიდოს, იმიტომ ცდილობს, რომ დააშინოს ჩვენი გულშემატკივრები და მხარდამჭერები და რეგიონებში ისინი ყველაზე მეტად დაუცველები არიან. ეს არის ბრძოლა, მე მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ ამ ბრძოლისთვის, ჩვენ გავიმარჯვებთ - არასოდეს დანებდეთ და მოდით არჩევნებზე" - განაცხადა, ირაკლი კუპრაძემ. 

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლნისში "ლელო - ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელმა, ასეფ ჩირაგოვმა კანდიდატურა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მოხსნა. 

მსგავსი სიახლეები