კალაძე ოპოზიციას: "ფრთხილად იყვნენ, არ მოსრიალდნენ"

23.09.25 12:26
კალაძე ოპოზიციას: "ფრთხილად იყვნენ, არ მოსრიალდნენ"

"ფრთხილად იყვნენ, არ მოსრიალდნენ" - ასე უპასუხა კახა კალაძემ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის განცხადებას, 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. 

  • ანა წითლიძის თქმით, "გდდ-ის 4 000 თანამშრომელი ვერ მოერევა საქართველოს ათასობით მოქალაქეს, თუ ის გაბედავს, რომ ხელი აწიოს მათზე".

კალაძის განცხადებით, 4 ოქტომბერს "ქართული ოცნება" ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს. 

ფრთხილად იყვნენ, არ მოსრიალდნენ. როგორ შეიძლება ანა წითლიძის განცხადება შეაფასო?! 4 ოქტომბერს ვიზეიმებთ გამარჯვებას. "ქართული ოცნება" ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს დედაქალაქში. შენარჩუნებული იქნება სიმშვიდე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა გაგრძელდება," - განაცხადა კალაძემ. 

იხილეთ ასევე:

მსგავსი სიახლეები