"არანაირი კორუფციასთან ბრძოლა არ მიდის, ვიღაც ჩანჩურებს იჭერენ" - ელისაშვილი
"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება", რეალურად, კორუფციას არ ებრძვის და "ან ვიღაც ჩანჩურებს იჭერს, ან თავისიანებს, ვისთანაც ურთიერთობა დაეძაბათ".
მისი თქმით, როდესაც "მექრთამეობის სიმბოლო" კახი კალაძე თბილისის მერია, იქ კორუფციასთან ბრძოლაზე არ უნდა ლაპარაკობდნენ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ "ოცნება" ირაკლი ღარიბაშვილს ებრძვის და მისი დაჭერა უნდათ.
არანაირი კორუფციასთან ბრძოლა არ მიდის, ვიღაც ჩანჩურებს იჭერენ, ან ვიღაც ჩანჩურებს, გუბერნატორის ვიღაც მოადგილის თანაშემწის ყავის მომდუღებელი, ან თავისიანებს დაერივნენ , ვისთანაც ურთიერთობა დაეძაბათ. ამ შემთხვევაში ძირითადად ღარიბაშვილის გარემოცვის ხალხს იჭერენ.
კალაძე რომ მერობის კანდიდატი გყავს, სიმბოლო მექრთამეობის, რა კორუფციასთან ბრძოლაზე ლაპარაკობენ.
2 ამბავი არის. ერთი, რომ ღარიბაშვილს ებრძვიან და დაჭერა უნდათ აშკარად და შიგნით საქმეების გარჩევა. ქარსელაძე რომ მექრთამე იყო, მის დროს, მინისტრი როცა იყო, სამტრედიასთან ჩაინგრა ცენტრალური მაგისტრალის ხიდი. ტიპებმა იმდენი არმატურა და ცემენტი მოიპარეს, რომ მაგისტრალური ხიდი ჩაინგრა. აი რანაირად კაცო, ინფრასტრუქტურის მინისტრი ხარ და ცენტრალური მაგისტრალის ხიდი ინგრევა," - განაცხადა ელისაშვილმა.