ყაველაშვილმა შევარდნაძის მთავრობის განათლების მინისტრი გერმანიაში ელჩად დანიშნა

23.09.25 14:03
 ყაველაშვილმა შევარდნაძის მთავრობის განათლების მინისტრი გერმანიაში ელჩად დანიშნა

მიხეილ ყაველაშვილმა ედუად შევარდნაძის მთავრობის განათლების მინისტრი, ალექსანდრე კარტოზია გერმანიაში საქართველოს ელჩის პოსტზე დანიშნა - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„სხვადასხვა წლებში ის მუშაობდა განათლების მინისტრად, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად.

ალექსანდრე კარტოზია იკავებდა წამყვან აკადემიურ თანამდებობებს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში; ასევე, მუშაობდა მკვლევრად და უძღვებოდა სალექციო და სასემინარო კურსებს ბერლინის, ფრანკფურტის, ბრემენის წამყვან უნივერსიტეტებში.

ალექსანდრე კარტოზიამ, როგორც მეცნიერმა და მთარგმნელმა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გერმანულ-ქართული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში.

2022 წელს ის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დამსახურების ორდენით - „დამსახურების ჯვრით“ დაჯილდოვდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები