"ოცნებას" ლეგიტიმაციის საკითხი ძალიან ადარდებს - გრიგოლ გეგელია

23.09.25 15:16
"ოცნებას" ლეგიტიმაციის საკითხი ძალიან ადარდებს - გრიგოლ გეგელია

"ქართულ ოცნებას" ლეგიტიმაციის საკითხი ძალიან ადარდებს, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" წევრი გრიგოლ გეგელია საუბრობს. მისი თქმით, ამას მოწმობს "ოცნების" ლიდერების არაერთი განცხადება და ქმედებები. 

გეგელია ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდს ლეგიტიმაციის მოპოვება საკუთარი პირობებით სურს და სურთ პოლიტიკურ დასავლეთს საკუთარი პირობებით ეთამაშონ, რაც წამგებიანია. 

„ქართულ ოცნებას“ და მის მესვეურებს ძალიანაც ადარდებთ ლეგიტიმაციის საკითხი. ჩვენ გვახსოვს ე.წ. პრემიერ-მინისტრი ანგაჟირებული, ტანსაცმლიდან ამომხტარი, როდესაც ემანუელ მაკრონმა წამით უბრალოდ ხელი წამოარტყა. ჩვენ გვახსოვს არაერთი განცხადება იმავე ე.წ. პრემიერ-მინისტრის, რომელიც ითხოვდა „გვესაუბრეთო“ მათ წამოსცდებათ ხოლმე ძალიან ხშირად და ჩანს ძალიან ბევრ ქმედებაში, რომ ძალიანაც ადარდებთ საერთაშორისო ლეგიტიმაცია და განსაკუთრებით ადარდებთ ის ეკონომიკური სახელმწიფო შემოსავალი, რაც ახლავს ამ ლეგიტიმაციას და ურთიერთობების ნორმალიზებას. ამიტომ, რა თქმა უნდა, ისინი ცდილობენ, რომ თავისი პირობებით მოახდინონ როგორმე ნორმალიზება სიტუაციის. ეს არის მათი ოფოციალური პოლიტიკა. მათ არ სურთ სწორად მოიქცნენ, მაგრამ ცდილობენ, რომ საკუთარი პირობებით, საკუთარი წესებით ეთამაშონ პოლიტიკურ დასავლეთს. სწორედ ამიტომ არ გამოსდით და არც გამოუვათ არაფერი, - ამბობს გეგელია.

შალვა პაპუაშვილი უკმაყოფილებას არ მალავს, რომ "ქართულ ოცნებას" ცივილური სამყარო არ აღიარებს. ამის შესახებ "ოცნების" ლიდერი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში თავად საუბრობს.

პაპუაშვილის თქმით, "ქართულ ოცნებას" თამაშგარე მდგომარეობაში ხელოვნურად ამყოფებდნენ. "ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე ამჯერადაც მთავარ დამნაშავეებად დასავლეთს, ოპოზიციას და მესამე სექტორს აცხადებს. 

 

მსგავსი სიახლეები