"ოცნება" საერთაშორისო პოლიტიკაში კიდევ უფრო დეგრადირდა - ბეჟაშვილი

23.09.25 15:19
 "ოცნება" საერთაშორისო პოლიტიკაში კიდევ უფრო დეგრადირდა - ბეჟაშვილი

 "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ "ოცნება" საერთაშორისო პოლიტიკაში კიდევ უფრო დეგრადირდა. მისი თქმით, აბსოლუტურად გასაგებია შალვა პაპუაშვილის გაღიზიანება, რადგან ცხადია, რომ ცივილური სამყარო ივანიშვილის გუნდს არ აღიარებს. 

ბეჟაშვილი ამბობს, რომ სწორედ ასე მოსდით დიქტატორულ რეჟიმებს, რომლებიც დემოკრატიას და კანონის უზენაესობას არაფრად აგდებენ.

„ოცნებამ“ კიდევ უფრო დეგრადირება მოახდინა საერთაშორისო პოლიტიკაში და არცერთი ჩვენი დასავლელი პარტნიორი არ განიხილავს მათ სერიოზულ პარტნიორად და სასაუბროდ არ იწვევს არსად, არცერთ პლატფორმაზე. ამიტომ პაპუაშვილის ეს გაღიზიანება აბსოლუტურად გასაგებია. დღეს „ქართული ოცნება“ არის კანონგარეშედ გამოცხადებული როგორც ქვეყნის შიგნით ხალხის მხრიდან, ასევე საერთაშორისო საზოგადოებაში. ეს ემართება ყველა იმ დიქტატორულ რეჟიმს, რომელიც არ დაგიდევს არც დემოკრატიას, არც კანონის უზენაესობას, არც აზრის გამოხატვას, - ამბობს ლევან ბეჟაშვილი. 

შალვა პაპუაშვილი უკმაყოფილებას არ მალავს, რომ "ქართულ ოცნებას" ცივილური სამყარო არ აღიარებს. ამის შესახებ "ოცნების" ლიდერი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში თავად საუბრობს.

პაპუაშვილის თქმით, "ქართულ ოცნებას" თამაშგარე მდგომარეობაში ხელოვნურად ამყოფებდნენ. "ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე ამჯერადაც მთავარ დამნაშავეებად დასავლეთს, ოპოზიციას და მესამე სექტორს აცხადებს. 

 

მსგავსი სიახლეები