მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგში დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დასასწრებად არ მიიწვიეს

23.09.25 16:45
მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგში დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დასასწრებად არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგში დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დასასწრებად არ მიიწვიეს. ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს

მისი ცნობით, 20 ოქტომბერს დაგეგმილ შეხვედრაზე ცენტრალური აზიის სახელმწიფოებისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები არიან მიწვეული, თუმცა საქართველოს წარმომადგენელი ელჩის დონეზე ეყოლება. 

ცენტრალური აზიის სახელმწიფოებისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მიწვეულნი არიან 20 ოქტომბერს ლუქსემბურგში დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დასასწრებად. თუმცა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიწვეულთა სიაში არ არის — ქვეყანას მინისტერიალზე ელჩის დონეზე ეყოლება წარმომადგენელი," - წერს იოზვიაკი. 

მსგავსი სიახლეები