სახის ამომცნობი კამერები და ძალოვანების სრული მობილიზება - როგორ ემზადება "ოცნება" 4 ოქტომბრისთვის
4 ოქტომბრისთვის დაანონსებულმა აქციამ და მობილიზების პერსპექტივამ თბილისის მერი კახა კალაძე აშკარად მწყობრიდან გამოიყვანა. მისთვის „წითელი ხაზი“ის განცხადება აღმოჩნდა, რომლის თანახმადაც „ქართული ოცნებას“ ვერც სპეცრაზმის სრული მობილიზება და ვერც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების დამატება უშველის.
სწორედ ამიტომ, "ოცნების" ხელისუფლება ახლა ძალოვანი სტრუქტურების სრულ მობილიზებაზეა გადასული - მიმდინარეობს სპეცრაზმის წვრთნები, მზადდება ხალხის შესაძლო დაშლის სცენარები. ანი წითლიძე ამტკიცებს, რომ "ოცნების" მაღალჩინოსნებს საკუთარი ძალოვნები აღარ ენდობიან და ამიტომ სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელზე, თეიმურაზ კუპატაძეზე ზეწოლას ახორციელებენ, რათა მისი თანამშრომლებიც მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად გამოიყვანონ.
დიდი აქციისადმი შიში ყველაზე მკაფიოდ ჩანს არა განცხადებებში, არამედ ნაბიჯებში: დღეს პარლამენტში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს - პირველად დამონტაჟდა სახის ამომცნობი კამერები, რომლებიც ყველა შესასვლელსა და კიბეს აკონტროლებს. აქამდე პარლამენტის შიდა ეზოში მსგავსი სისტემა საერთოდ არ არსებობდა.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.