დიპლომატია როგორც პარტიული ჯილდო - ვინ სად დანიშნა "ოცნებამ"?

23.09.25 21:19
დიპლომატია როგორც პარტიული ჯილდო - ვინ სად დანიშნა "ოცნებამ"?

დღეიდან გერმანიაში საქართველოს საგარეო ინტერესებს ალექსანდრე კარტოზია დაიცავს. ყოფილი განათლების მინისტრი ედუარდ შევარდნაძის მთავრობიდან, რომლის საქმიანობაც ხშირად კრიტიკის საგანი იყო, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თუმცა დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მას დიპლომატიური სამსახური ჩააბარა.

რა ნიშნით შეირჩა კარტოზია ელჩის პოზიციაზე? განმარტებებს ივანიშვილის პარტიის მხრიდან არ აკეთებენ. ყოფილი ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი ამბობს, რომ ქართულ-გერმანული ურთიერთობები ჩიხშია და თუ თბილისი პოლიტიკას არ შეცვლის, ბერლინში ვერცერთი დიპლომატი ვერ მოახერხებს მდგომარეობის გამოსწორებას.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს ასევე დაადასტურა, რომ ნატოში საქართველოს მისიას ირაკლი ბერაია უხელმძღვანელებს. თავდაპირველად ეს პოსტი ჯუანშერ ბურჭულაძისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა მისი დაკავების შემდეგ არჩევანი გაჩერდა დეპუტატზე, რომელიც „რუსული კანონის“ ერთ-ერთ მხარდამჭერად ითვლება.

ბერაიას პოლიტიკური კარიერა საზოგადოებას ძირითადად სკანდალებით დაამახსოვრა - პარლამენტში ოთხწლიანი მუშაობის პერიოდში ის არაერთხელ იყო მხილებული ქალ დეპუტატზე შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და სუსის მეთოდებით შეტევების გამო. ახლა კი სწორედ მას ჩაბარდა ქვეყნის მთავარი დიპლომატიური მისია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.

ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები