კორუფციასთან ბრძოლა თუ პოლიტიკური შურისძიება - დაიწყება თუ არა ხმაურიანი დაკავებების ახალი სერია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება დაკითხვების სერია. ჩვენებებს იძლევიან ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილის გარშემო წრე თანდათან ვიწროვდება. თუმცა, ვიდრე ექს-პრემიერამდე მივლენ, რიგში დგანან ირაკლი ქარსელაძე და ზურაბ აზარაშვილი - ყოფილი მინისტრები, რომელთა დაკავებაც უკვე მხოლოდ დროის საკითხად მიიჩნევა.
კორუფციასთან ბრძოლა თუ პოლიტიკური შურისძიება?
გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ წლების განმავლობაში მილიონები მაღალჩინოსნების ჯიბეებში ისე მიდიოდა, რომ საზოგადოებას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. თუმცა, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძის სამიზნე ამ ეტაპზე მხოლოდ ღარიბაშვილის გუნდის წევრები არიან.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილის ორაზროვანი განცხადებები პრაქტიკულად მიანიშნებს, რომ მალე შეიძლება ხმაურიანი დაკავებების ახალი სერია დაიწყოს. ეს ნაბიჯი, როგორც პოლიტიკურ წრეებში ამბობენ, ერთდროულად წარმოადგენს კორუფციასთან ბრძოლის დემონსტრაციას და შიდა პოლიტიკური ანგარიშსწორების მძლავრ იარაღს.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.